სენაკის რაიონის ერთ-ერთი სკოლის დირექტორი და მასწავლებლები, რომლებსაც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაში ედებოდათ ბრალი, უდანაშაულოდ ცნეს – პროკურატურა გადაწყვეტილებას ასაჩივრებს

პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს სენაკის რაიონული სასამართლოს განაჩენს, რომლითაც, ერთ-ერთი სოფლის დირექტორი და მასწავლებლები, რომელთაც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაში ედებოდათ ბრალი, უდანაშაულოდ ცნეს.
საუბარია ერთ-ერთი მასწავლებლის პირად ცხოვრებაზე და ჩანაწერზე, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, მასწავლებლებმა ერთმანეთში გაავრცელეს. აღადგენენ თუ არა ბრალდებულ მასწავლებლებს თანამდებობებზე, სკოლის ამჟამინდელ დირექტორს ამ კითხვაზე პასუხი ჯერ არ აქვს.
“როგორც სამართლებრივი გადაწყვეტილება იქნება, იმის მიხედვით იმოქმედებს სკოლა, არაფერი სხვანაირი უფლება სკოლას არ აქვს. სამართლებრივი გადაწვეტილების შესაბამისად იმოქმედებს სკოლა. ისინი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გათავისუფლდნენ 2022 წლის 16 აგვისტოს,” – ამბობს სკოლის დირექტორი.

ასევე დაგაინტერესებთ

მარკო რუბიოს განცხადება USAID-ის გაუქმების შესახებ, აღიარებაა იმ პრობლემისა, რაზეც საქართველოს ხელისუფლება წლების განმავლობაში საუბრობდა და რის გამოც მას დემოკრატიის მტრად აცხადებდნენ – აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ USAID-ის მიერ გამოყოფილი დაფინანსება გაუმჭვირვალე იყო

პრობლემა იმდენად ღრმა იყო, რომ საჭირო გახდა USAID-ის გაუქმება და ფინანსური ნაკადების სრულად ცენტრალიზება, ეს მიუთითებს სისტემურ ხარვეზებზე, სადაც თანხის მიზნობრიობა ფორმალურად არსებობდა, მაგრამ რეალური კონტროლი სუსტი იყო

მშვიდობით, ინვესტიციებით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობით, ოჯახური და ტრადიციული ღირებულებებით, მართლმადიდებლობით, სუვერენიტეტით, პრაგმატულობით, განვითარებით ევროკავშირის “აღთქმულ მიწაზე” ვერ მოხვდებითო