სენაკის თეატრში “ჩიპოლინოს” პრემიერა შედგა

სენაკის თეატრში “ჩიპოლინოს” პრემიერა შედგა. სპექტაკლს კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
“ჩიპოლინოს თავგადასავალი” შემეცნებითი ხასიათისაა. ბავშვებს ასწავლის მეგობრობას, ერთგულებას, სიყვარულსა და განსხვავებას სიკეთესა და ბოროტებას შორის.
სპექტაკლის შემდეგ კულტურის მინისტრმა მოინახულა სენაკის დრამატულ თეატრში მოქმედი მუზეუმი, რომელიც სამინისტროს ერთ-ერთი კონკურსის ფარგლებში განახლდა – აღდგა სამუზეუმო მასალა, შეიქმნა ელექტრონული არქივი და მოეწყო საექსპოზიციო სივრცე. კონკურსი 2023 წელს პირველად ჩატარდა და მისი მიზანია სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ დრამატულ თეატრებში არსებული მუზეუმების ფუნქციონირების გაუმჯობესება და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯაბა ხუბუა: როცა ნაცი ფავლენიშვილი ლარსის საზღვარს მორდორის კარიბჭეს უწოდებს, ამით ამბობს, რომ საქართველო ბნელეთი და ბოროტებაა- პრინციპში, ახალგაზრდა კაცი მწამებელი რეჟიმის შემქმნელ პარტიაში რომ გაწევრიანდება, არც არის გასაკვირი, საკუთარი სამშობლო არ უყვარდეს და ბნელეთად მიაჩნდეს