სენაკის თეატრში “ჩიპოლინოს” პრემიერა შედგა

სენაკის თეატრში “ჩიპოლინოს” პრემიერა შედგა. სპექტაკლს კულტურის მინისტრი, , ადგილობრივი ხელისუფლებისა და თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
“ჩიპოლინოს თავგადასავალი” შემეცნებითი ხასიათისაა. ბავშვებს ასწავლის მეგობრობას, ერთგულებას, სიყვარულსა და განსხვავებას სიკეთესა და ბოროტებას შორის.
სპექტაკლის შემდეგ კულტურის მინისტრმა მოინახულა სენაკის დრამატულ თეატრში მოქმედი მუზეუმი, რომელიც სამინისტროს ერთ-ერთი კონკურსის ფარგლებში განახლდა – აღდგა სამუზეუმო მასალა, შეიქმნა ელექტრონული არქივი და მოეწყო საექსპოზიციო სივრცე. კონკურსი 2023 წელს პირველად ჩატარდა და მისი მიზანია სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ დრამატულ თეატრებში არსებული მუზეუმების ფუნქციონირების გაუმჯობესება და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.

ასევე დაგაინტერესებთ

ელჩის საქმე არ არის ჩაერიოს დამოუკიდებელი სასამართლოს საქმიანობაში. თუ აქამდე ცდილობდნენ რამენაირად შეეფუთათ დამოკიდებულება და თავიანთი გავლენების გაზრდის მცდელობები, ახლა ესეც აღარ ხდება

საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე თავდასხმები ახლა არ დაწყებულა. მისი მიზანია, ქვეყანაში არ არსებობდეს ინსტიტუცია, რომელსაც მხარს დაუჭერს ხალხი, რომელსაც მოუსმენს და დაეყრდნობა – არჩილ გორდულაძე