სემეკში ტაჯიკეთის ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) ტაჯიკეთის ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელიც ენერგეტიკის სექტორის რეგულირების პრინციპებსა და მნიშვნელობას შეეხებოდა.
შეხვედრა გახსნეს სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და ტაჯიკეთის ენერგეტიკისა და წყლის რესურსების მინისტრის მოადგილემ, საფარზოდა მანუჩერ ბახოდურმა.
სემეკის წარმომადგენლებმა ტაჯიკელ სტუმრებს გააცნეს ენერგეტიკის სექტორის რეგულირების, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის, ბაზრის მონიტორინგისა და ელექტროენერგიის ქსელის წესების საკითხები. ამასთანავე, მიაწოდეს ინფორმაცია სატარიფო პოლიტიკისა და ენერგეტიკის სექტორში მომსახურების ხარისხის კონტროლის მნიშვნელობის შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა