„სემეკში“ ენერგეტიკის სამართლის შესახებ საჯარო ლექცია ჩატარდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარის, პროფესორ დავით ნარმანიას მოწვევით იენის (გერმანია) უნივერსიტეტის ენერგეტიკის სამართლის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა მათიას კნაუფმა ენერგეტიკის სამართლის შესახებ საჯარო ლექცია წაიკითხა. ლექციას ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „სემეკი“ ავრცლებს.
მათი ცნობით, „სემეკისა“ და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მიზანია, სექტორში დასაქმებული პირების ინფორმირებულობისა და ცოდნის დონის გაზრდა, ენერგეტიკის სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე.
„სემეკისა“ და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით გამართული საჯარო ლექციის ფარგლებში, პროფესორმა მათიას კნაუფმა ევროკავშირის ქვეყნებში ენერგეტიკის სამართლის აღსრულების შესახებ ისაუბრა და ენერგეტიკული სექტორის პრეცედენტული მაგალითები მიმოიხილა. გარდა ამისა, ენერგეტიკის სექტორში კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულების, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ენერგეტიკული გაერთიანებების (კოოპერატივები) გამოცდილების შესახებ მონაწილეთა კითხვებს უპასუხა.
„სემეკისა და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მიზანია სექტორში დასაქმებული პირების ინფორმირებულობისა და ცოდნის დონის გაზრდა, ენერგეტიკის სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე. ამ მიზნით, პერმანენტულად მიმდინარეობს კონფერენციებისა და შეხვედრების ორგანიზება, რომლებიც ხელს რიგ საკითხებზე მხარეთა შორის ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას უწყობს,“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)