სემეკსა და GCCA-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსა (GCCA) და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკ) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს GCCA-ის თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ და სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.
სემეკის ცნობით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მიზანს წარმოადგენს ენერგეტიკის სექტორში კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულების, კონკურენციის პოლიტიკის ეფექტიანად წარმართვისა და ჯანსაღი კონკურენტული გარემოს ხელშეწყობა, მომხმარებლის უფლებების დაცვის პოლიტიკის ეფექტიანად წარმართვა, კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა ენერგეტიკის სფეროში კონკურენტული გარემოს გაუმჯობესებისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის მიზნით ჩაატარონ ერთობლივი ღონისძიებები, კანონმდებლობის ცალკეული დებულებების დახვეწისათვის მოამზადონ წინადადებები. ამასთანავე, მხარეები შეთანხმდნენ ახალი მიდგომების შემუშავებაზე, პრეცედენტული გადაწყვეტილებების გაზიარებასა და ერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრებაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება