სემეკმა „თელასი“ უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „თელასი“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 56 200 ლარით დააჯარიმა. დაჯარიმების მიზეზს წარმოადგენს კომპანიის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევა. ამის შესახებ ინფორმაციას სმეკი ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მომხმარებელთა განცხადებების საფუძველზე სემეკში წარმოებული მოკვლევის შედეგად დადასტურდა, რომ სს „თელასის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების უხეშ დარღვევებს. კერძოდ, რიგ შემთხვევებში უგულებელყოფილი იყო უსაფრთხოების ნორმები, არაჯეროვნად სრულდებოდა კომპანიის ფუნქცია-მოვალეობები. ასევე, სს „თელასის“ მიერ უგულებელყოფილი იყო სემეკის მოთხოვნები.
საჯარო სხდომაზე სს „თელასს“ დაევალა დაფიქსირებული დარღვევების გამოსწორება. ამასთანავე, მიეცა გაფრთხილება, რომ დარღვევების განმეორების შემთხვევაში სემეკი უფლებამოსილია კომპანიას დააკისროს გაორმაგებული ჯარიმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შატბერაშვილი: ქვეყანა საიდანაც ათაითასობით ადამიანი გარბის ყოველ წელს, შიდა და თუ გარე ასპარეზზე სილას აწნის მსოფლიოს თითქმის ყველა უძლიერეს სახელმწიფოს, ყველა მეგობარს, გარდა მისი ნამდვილი მტრის – რუსეთისა

ჩინეთის ელჩი – უთანასწორო სიტუაცია, როცა რამდენიმე ქვეყანა გლობალური მმართველობის მონოპოლიზაციას ახდენს, არ უნდა გაგრძელდეს – ყველა ქვეყანას აქვს უფლება თანაბრად მიიღოს მონაწილეობა საერთაშორისო საქმეებში