სემეკის სტატისტიკის პორტალს ახალი მონაცემები დაემატა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ შექმნილ სტატისტიკის პორტალს ახალი მონაცემები დაემატა.
ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამ ეტაპისთვის პორტალზე მოცემულია სტატისტიკური მონაცემები ელექტროენერგიის მიწოდება-მოხმარების, საბალანსო ელექტროენერგიის, დერეგულირებული ელექტროსადგურების, ნეტო-აღრიცხვისა და ელექტროენერგიის საცალო მომხმარებელზე მიწოდების შესახებ.
„სემეკი გეგმავს მომდევნო ეტაპზე სტატისტიკის პორტალს დაემატოს მონაცემები ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორების შესახებ. აღნიშნული ხელს შეუწყობს სექტორების კიდევ უფრო მეტ გამჭვირვალობასა და საჯაროობას. სტატისტიკის პორტალი განთავსებულია სემეკის ვებგვერდზე: https://data.gnerc.org/“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო