სემეკის მიერ დანერგილ *303#-ის მომსახურებას მელიორაციის სექტორი დაემატა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დანერგილ მომსახურებას – *303#-ს მელიორაციის სექტორი დაემატა. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, მობილურ ტელეფონებზე *303#OK-ის აკრეფით, მელიორაციის სექტორის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ დააფიქსირონ მომარაგების წყვეტა ოპერატიული რეაგირებისთვის, მიიღონ ინფორმაცია ქვითრის, მიმდინარე ბალანსის, წყალსარგებლობის განრიგისა და მორწყვის ოპერაციის შესახებ. ასევე, შეუძლიათ მოითხოვონ დარიცხვის გადამოწმება და მომარაგების პრობლემაზე რეაგირება.
„*303# არ საჭიროებს ინტერნეტმომსახურებასა და აპლიკაციის გადმოტვირთვას. სისტემა ავტომატურად ახდენს მობილური ნომრის იდენტიფიცირებას, მობილური ტელეფონის ეკრანზე აჩვენებს მიწის ნაკვეთს, წყალსარგებლობის შეთანხმების ნომერს.
303#-ის სერვისის მიზანია მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და მომხმარებლისთვის მომსახურე კომპანიასთან კომუნიკაციის გამარტივება. 2020 წლიდან მომსახურება მოქმედებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების მომხმარებლებისთვის. დღემდე, *303#-ზე 6 მილიონზე მეტი ტრანზაქცია განხორციელდა.
303#-ის მომსახურება ხელმისაწვდომია „მაგთიკომის“, „სილქნეტის“ და „სელფის“ მომხმარებლებისათვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯემალ ცეცხლაძე: არ უცდია, თავისი პოპულარობის, ცნობადობის თუ ნაცნობობის მეშვეობით მარტივად მიახლებოდა, ჩათვალა ჩვენთან – უბრალო მოკვდავებთან ერთად, 7 საათის განმავლობაში მდგარიყო ცოცხალ რიგში

თინათინ სტამბოლიშვილი: ამ რწმენით და ამ ერთიანობის შემყურე, თავისი თავის პატივისიმცემელი და თავდაჯერებული ხელისუფალი თუნდაც სიმბოლურად დაიყენებდა გვერდში რომელიმე, თუნდაც ერთ ყოფილ პრეზიდენტს…