სემეკის თავმჯდომარე – აფხაზეთი ელექტროენერგიას რუსეთიდან იღებს და ისინი თვითონვე არიან პასუხისმგებელი, რომ საფასური გადაიხადონ – წესით, არ დავეხმარებით

აფხაზეთი ელექტროენერგიას რუსეთიდან იღებს და ისინი თვითონვე არიან პასუხისმგებელი, რომ გადაიხადონ ენერგიის საფასური – წესით, არ დავეხმარებით, – ასე უპასუხა სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ჟურნალისტის შეკითხვას, რომლის მიხედვით, ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტროენერგიის საფასურის გადახდას სთხოვს და იმ შემთხვევაში, თუ აფხაზეთი ელექტროენერგიის საფასურს ვერ გადაიხდის, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება გადაიხდის თუ არა ამ თანხას.
ნარმანიას განმარტებით, ოკუპირებულ აფხაზეთს ენგურჰესის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიის გარკვეული რაოდენობა მიეწოდება.
„ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში აფხაზეთი ენერგიას რუსეთიდან იღებს და ისინი თვითონვე არიან პასუხისმგებელი, რომ გადაიხადონ ენერგიის საფასური. ერთადერთი ვალდებულება, რაც 1990-იანი წლებიდან მოდის ეს არის ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40-60-ზე პროპორციით გაყოფა, რაც ხორციელდება, სხვა რაიმე ვალდებულება ქართულ მხარეს ამ ნაწილში არ აქვს”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
მან ასევე უპასუხა დამაზუსტებელ შეკითხვას, თუ ვერ გადაიხდის ოკუპირებული აფხაზეთი თანხას და უშუქოდ დარჩება, დავეხმარებით, თუ არა მათ.
„არანაირი ვალდებულება ჩვენ არ გვაქვს ამასთან დაკავშირებით. სხვა დამატებით ინფორმაციას არ ვფლობ. წესით, არა [არ დავეხმარებით]”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დასკვნა უმძიმესია, დეტალიზებულია საქართველოს ავტოკრატია, დიქტატურად გადაქცევის „ქოცური“ მცდელობები – ეს არის „ქართული ოცნების“ საერთაშორისო რეპუტაციის საბოლოო ვერდიქტი

ალექსანდრე მაისურაძე – საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით – შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს, პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას