სემეკთან არსებულმა ენერგეტიკის სასწავლო ცენტრმა ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში საჯარო ლექციები ჩაატარა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელებსა და კომუნალური კომპანიების რეგიონული ოფისების თანამშრომლებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე მონაწილეებს გააცნეს ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმები, ელექტროენერგიის ხარისხის რეგულირების პრინციპები, სემეკის მიერ შემუშავებული მარეგულირებელი ნორმების მნიშვნელობა კომუნალური კომპანიებისთვის და ენერგოომბუდსმენის სამსახურის საქმიანობა.
პროექტის – „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება კომუნალური მომსახურების რეგულირების შესახებ“ ფარგლებში, სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით კომუნალური მომსახურების სექტორის რეგულირების საკითხებზე სხვადასხვა აქტივობა ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგები, სადაც მონაწილეები გაეცნენ კომუნალური მომსახურების რეგულირების შესახებ როგორც საქართველოში მოქმედ ნორმებს, ასევე პროქტის პარტნიორი ქვეყნების – ჩეხეთის, პოლონეთისა და ს გამოცდილებას.
„ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება კომუნალური მომსახურების რეგულირების შესახებ“ პროექტის პარტნიორები არიან: სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის კვლევითი ცენტრი (RC SFPA) (სლოვაკეთი), კარლის უნივერსიტეტის გარემოსდაცვითი ცენტრი (ჩეხეთი), ფონდი “პარტნიორები კლიმატისთვის” (P4C) (პოლონეთი).
პროექტის მიზანია პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის კომუნალური მომსახურების რეგულირების საკითხებში. მარეგულირებელი ბაზის შესწავლა, ანალიზი და მიღებული შედეგების საფუძველზე, ვიშეგრადის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, პროექტის ადგილობრივი მონაწილეების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში შექმნილია სპეციალური ვებ-გვერდი www.v4share.com
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – დარწმუნებული ვარ, ოპოზიციაში კოალიციურ მთავრობაზე შეთანხმება შედგება, პრობლემა ნამდვილად არ იქნება – ოპოზიციურ პარტნიორებთან გვექნება კომუნიკაცია, ყველას აზრი გვაინტერესებს

თინა ბოკუჩავა – ისტორიული არჩევნების შემდეგ დაუშვებელია მოლაპარაკებები გაიწელოს იმგვარად, რომ სახელისუფლებო ვაკუუმი შეიქმნას, მნიშვნელოვანია, დროულად მოხდეს კოალიციური მთავრობის დაკომპლექტება – კონკრეტულ სახელ-გვარზე საუბარი არ ყოფილა