სელფი Tbilisi Design Festival-ის მხარდამჭერია

სელფი Tbilisi Design Festival-ის მხარდამჭერია
სელფი, ქართული მობილური ოპერატორი რომელიც 1.3 მლნ მომხმარებელზე მეტს ემსახურება, თბილისში დიზაინის პირველი საერთაშორისო ფესტივალის, Tbilisi Design Festival 2024 მხარდამჭერია. ერთდღიანი ფესტივალი, AD Black Sea-ს ფარგლებში, 1-ელ მაისს თბილისში ტარდება და სრულიად ეძღვნება დიზაინის ინდუსტრიას.
ფესტივალზე იმართება პანელური დისკუსიები, ვორქშოპები, სიტყვით გამოსვლები, რომელსაც უძღვებიან ინდუსტრიის წამყვანი ქართველი და უცხოელი სპეციალისტები. ფესტივალის ფარგლებში, თბილისს ეწვევა ორი გრემის მფლობელი, ავსტრალიელი გრაფიკოს დიზაინერი, სტეფან ზაგმაისტერი, რომელიც აუდიტორიას ესაუბრება საკუთარ გამოცდილებასა და ინდუსტრიის ტენდენციებზე.
2015 წლიდან დღემდე, AD Black Sea ფესტივალს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის და რეგიონის კრეატიული ინდუსტრიის განვითარებაში და პოპულარიზაციაში. საგანმანათლებლო პლატფორმასთან ერთად, ფესტივალზე ყოველწლიურად იმართება სარეკლამო ინდუსტრიის კონკურსი.
სელფისა და AD Black Sea-ს თანამშრომლობა უკვე რამდენიმე წელს ითვლის.
სელფი, როგორც ინოვაციაზე და ტექნოლოგიური მიღწევების გავრცელებაზე ორიენტირებული ბრენდი, გვერდში უდგება ადგილობრივ წამოწყებებს, რომლებიც მიზნად ისახავენ ქვეყანაში ნოვატორული მიდგომებისა და ახალი ინდუსტრიული ტრენდების დანერგვას.

ასევე დაგაინტერესებთ

რობინ დანიგანი – „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ გამომიგზავნა ტრამპის ადმინისტრაციისთვის პირადი წერილი, რომელიც იყო მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად იყო მიღებული ვაშინგტონში

მიხეილ სააკაშვილი – საზოგადოების აქტიურმა ნაწილმა უნდა აიღოს ხელში ინიციატივა და შეწყვიტოს ერთი და იგივე წრეზე სიარული – ლიდერების დეფიციტის პირობებში, თვითორგანიზებაა ერთადერთი სწორი გამოსავალი