სელფი Tbilisi Design Festival-ის მხარდამჭერია

სელფი, ქართული მობილური ოპერატორი რომელიც 1.3 მლნ მომხმარებელზე მეტს ემსახურება, თბილისში დიზაინის პირველი საერთაშორისო ფესტივალის, Tbilisi Design Festival 2024 მხარდამჭერია. ერთდღიანი ფესტივალი, AD Black Sea-ს ფარგლებში, 1-ელ მაისს თბილისში ტარდება და სრულიად ეძღვნება დიზაინის ინდუსტრიას.
ფესტივალზე იმართება პანელური დისკუსიები, ვორქშოპები, სიტყვით გამოსვლები, რომელსაც უძღვებიან ინდუსტრიის წამყვანი ქართველი და უცხოელი სპეციალისტები. ფესტივალის ფარგლებში, თბილისს ეწვევა ორი გრემის მფლობელი, ავსტრალიელი გრაფიკოს დიზაინერი, სტეფან ზაგმაისტერი, რომელიც აუდიტორიას ესაუბრება საკუთარ გამოცდილებასა და ინდუსტრიის ტენდენციებზე.
2015 წლიდან დღემდე, AD Black Sea ფესტივალს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის და რეგიონის კრეატიული ინდუსტრიის განვითარებაში და პოპულარიზაციაში. საგანმანათლებლო პლატფორმასთან ერთად, ფესტივალზე ყოველწლიურად იმართება სარეკლამო ინდუსტრიის კონკურსი.
სელფისა და AD Black Sea-ს თანამშრომლობა უკვე რამდენიმე წელს ითვლის. სელფი, როგორც ინოვაციაზე და ტექნოლოგიური მიღწევების გავრცელებაზე ორიენტირებული ბრენდი, გვერდში უდგება ადგილობრივ წამოწყებებს, რომლებიც მიზნად ისახავენ ქვეყანაში ნოვატორული მიდგომებისა და ახალი ინდუსტრიული ტრენდების დანერგვას.

ასევე დაგაინტერესებთ

თენგო კირთაძე: ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, როგორც მოქალაქისთვის ვალდებულებაა, საღი აზრის ფარგლებში, პროპორციულობის ფარგლებში, შევეწინააღმდეგო იმას, რასაც აკეთებს ქართული ოცნება

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთზე ზეწოლასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი შედეგებია, მადლიერები ვართ პარტნიორების, მაგრამ მნიშვნელოვანია, აქ არ გავჩერდეთ – ზეწოლა ხელს შეუწყობს მშვიდობის დამყარებას