ქართული მობილური ოპერატორი, „სელფი მობაილი”, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.42 მლნ. აბონენტს ემსახურება, 13-15 ივნისს თბილისში დაგეგმილი, საერთაშორისო ფესტივალის ZEG პარტნიორია.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „სელფი მობაილი“ ავრცელებს.
ინფორმაციის თანახმად, ZEG-ი თავისუფალი აზრის, ტექნოლოგიისა და კრეატიულობის გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პლატფორმა რეგიონში, ZEG -ი სთავაზობს დამსწრეებს მრავალფეროვანი გამოსვლების მოსმენას, ასევე „ვორქშოფებსა“ და დისკუსიებზე დასწრებას.
მათივე ცნობით, ფესტივალი ZEG ყოველწლიური ინიციატივაა, რომელიც აერთიანებს ადგილობრივ და საერთაშორისო სპიკერებს, ავტორებს, მკვლევარებს, მედიისა და კრეატიული ინდუსტრიების წარმომადგენლებს. ფესტივალის მიზანია დიალოგის გაღრმავება და იდეების გაცვლისთვის ინსპირაციული სივრცის შექმნა.
„სელფი მობაილი“ ორიენტირებულია ისეთი ეკოსისტემის შექმნაზე, რომელიც მომხმარებლებს თანამედროვე საკომუნიკაციო გადაწყვეტებს სთავაზობს. აქედან გამომდინარე, „სელფი მობაილი“ სიხარულით უწევს მხარდაჭერას ინიციატივებს, რომლებიც არა მხოლოდ ტექნოლოგიურ განვითარებას, არამედ ღირებულებების გაზიარებასაც ემსახურება. ფესტივალი ZEG კი სწორედ ის სივრცეა, რომელიც ლაპარაკისა და კომუნიკაციის შესანიშნავ შესაძლებლობას ქმნის”, – აცხადებენ „სელფი მობაილში”.
დამატებითი ინფორმაცია ფესტივალის შესახებ იხილეთ ბმულზე.
