„სელფი მობაილი“ დღეიდან მომხმარებელს Steps ბონუს აქციას სთავაზობს

„სელფი მობაილი“, ქართული მობილური ოპერატორი, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.45 მლნ აბონენტს ემსახურება, დღეიდან მომხმარებელს Steps ბონუს აქციას სთავაზობს.
ინფორმაციას „სელფი მობაილი“ ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის ფარგლებში, აპლიკაციაში MyCellfie ხელმისაწვდომია ნაბიჯების მთვლელი, რომლის მეშვეობითაც ყოველდღე 5000+ ნაბიჯის გადადგმის და აპლიკაციის ერთხელ მაინც გახსნის შემთხვევაში, აბონენტებს საჩუქრად ერიცხებათ 200MB ინტერნეტი.
„აქციით სარგებლობისთვის: დაეთანხმეთ Steps ბონუს აქციის წესებსა და პირობებს და მიაბით პერსონალური მეილი; გასააქტიურებლად, MyCellfie -ს ჩაურთეთ წვდომა ნაბიჯების მთვლელ აპლიკაციაზე Google; Fit (ანდროიდზე) ან Apple Health (iOS-ზე); გავლილი ნაბიჯების დასაანგარიშებლად, აუცილებელია დღეში ერთხელ მაინც შეხვიდეთ აპლიკაციაში; დარიცხული მეგაბაიტების გამოყენების ვადა 24 საათია.
ნაბიჯები დაითვლება 1 კალენდარული დღის განმავლობაში, 00:00 საათიდან მომდევნო დღის 00:00 საათამდე და დღიური ბონუსის მაქსიმალური ოდენობა 200MB -ია. აქციაში მონაწილეობა სრულიად უფასოა“,- აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.