8 სექტემბერი, 2025 – ბოლო რამდენიმე თვეში, სელფის ქსელი მნიშვნელოვნად გავაუმჯობესეთ. მთელი საქართველოს მასშტაბით დავამატეთ 112 ახალი საიტი:
Ø 43 თბილისში
Ø 22 ქვემო ქართლში
Ø 15 შიდა ქართლში
Ø 11 სამეგრელოში
Ø 9 კახეთში
Ø 7 მცხეთა-მთიანეთში
Ø 5 აჭარაში, გურიასა და იმერეთში
გარდა ამისა, ჩავატარეთ ქსელის მოდერნიზაცია, რის შედეგადაც 25%-მდე გავზარდეთ ინტერნეტის საშუალო სიჩქარე.
სელფიში ვზრუნავთ თითოეულ მომხმარებელზე და ამიტომაც ჩვენი #1 პრიორიტეტი ქსელის შემდგომი განვითარებაა.
დაელოდეთ კიდევ უფრო სასიამოვნო სიახლეებს – ეს მხოლოდ დასაწყისია.