„სელფის“ როუმინგის შეთავაზება გრძელდება – მეტი ინტერნეტი და Google Maps საჩუქრად

„სელფი მობაილმა“, ქართულმა მობილურმა ოპერატორმა რომელიც საქართველოში 1,3 მლნ. აბონენტს ემსახურება, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფარგლებში მომხმარებლებს არაერთი სიურპრიზი შესთავაზა.
„სელფის“ ინფორმაციით, გერმანიაში, ყველა ქალაქში, რომლებშიც საქართველოს ნაკრები თამაშს მართავდა, მოეწყო სელფის ფანზონები, სადაც ქომაგებს შეეძლოთ თამაშამდე გახურება და შეხვედრა ქართული ფეხბურთის ლეგენდებთან.
„სელფიმ მომხმარებელს“, ასევე წარუდგინა სრულიად განახლებული როუმინგი, კიდევ უფრო შემცირებული ტარიფებითა და გაზრდილი მეგაბაიტებით. შეთავაზებას საჩუქრად მოყვება Google Maps აპლიკაციით ინტერნეტის გარეშე სარგებლობა, რაც ნიშნავს იმას, რომ პაკეტის ჩართვის შემთხვევაში Google Maps-ის გამოყენებისას როუმინგის მეგაბაიტები არ იხარჯება.
ამ დროისთვის, სელფის როუმინგით სარგებლობის მაჩვენებელი სამჯერ აჭარბებს შარშანდელი წლის ამავე პერიოდის მონაცემს. აღსანიშნავია, რომ გერმანიაში ფეხბურთის ჩემპიონატის დროს დაფიქსირებული, როუმინგის მომხმარებელთა რიცხვის 13-ჯერ ზრდა, ივლისშიც შენარჩუნებულია.
„სელფის“, მსოფლიოს მასშტაბით, ხელშეკრულება აქვს გაფორმებული წამყვან მობილურ ოპერატორებთან, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლებისთვის საუკეთესო როუმინგ მომსახურებას. შეთავაზების ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს ორი პაკეტი: ევროპასი (ევროპა + თურქეთი + Google Maps), ან კონტინენტალპასი (მსოფლიო + Google Maps).
Continental Pass: 1GB + Google maps – ფასი: 15 ₾, 3GB + Google maps – ფასი 35 ₾, 5GB + Google maps – ფასი: 55 ₾, 10GB + Google maps – ფასი: 100 ₾.
Euro Pass : 1GB + Google maps – ფასი: 15 ₾, 3GB + Google maps – ფასი 35 ₾, 5GB + Google maps – ფასი: 55 ₾, 10GB + Google maps – ფასი: 100 ₾“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ „სელფის“ ვებგვერდს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ფაქტი, რომ არჩევნებამდე აღარ ქვეყნდება ევროკომისიის დასკვნა, მიანიშნებს იმაზე, რომ „გლობალური ომის პარტიას“ აღარ აქვს არჩევნების მოგების იმედი – აქცენტი გადაიტანეს პოსტსაარჩევნო და არა წინასაარჩევნო პერიოდზე

პრემიერი – საზოგადოებას არ ჰქონდა სრული, სათანადო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება უკრაინაში და ამ ბილბორდებმა და ვიდეორგოლმა გააშიშვლა სიმართლე – ამიტომ არიან ახლა გაღიზიანებული კონკრეტული ძალები