სელენა გომესი ორსულადაა? – რა ინფორმაცია ვრცელდება მედიაში პოპულარული ვარსკვლავის შესახებ – Marao

სელენა გომესი ორსულადაა? – რა ინფორმაცია ვრცელდება მედიაში პოპულარული ვარსკვლავის შესახებ – Marao
მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ შოუბიზნესის ვარსკვლავმა, სელენა გომესმა მოულოდნელი განცხადება გააკეთა – იგი ორსულადაა და უკვე მეხუთე კვირაშია. ამის შესახებ ინფორმაციას bestdecorationzone.com ავრცელებს, თუმცა სიმართლეა თუ არა აღნიშნული ფაქტი, ამის შესახებ კომენტარი არც სელენა გომესს, არც მის საქმროს და არც სხვა ცნობილ გამოცემებს არ გაუკეთებიათ.
გამოცემა bestdecorationzone.com წერს, რომ სელენა წლების მანძილზე ებრძოდა ჭორებს, უწევდა მტკივნეული კომენტარების მოგერიება, ახლა კი მის ცხოვრებაში ბედნიერი მომენტია.
თავად სელენა ამის შესახებ არაფერს წერს. მეტიც, გასულ წელს მან ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ შვილის ყოლა არ შეუძლია:
“ეს არას­დროს მით­ქვამს, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, შვი­ლის გა­ჩე­ნა არ შე­მიძ­ლია… მაქვს ბევ­რი სა­მე­დი­ცი­ნო პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც ჩემ­სა და ბავ­შვის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხეს შე­უქ­მნის. ეს იყო ის, რის გა­მოც გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­ყა­ვი დამ­წუხ­რე­ბუ­ლი.
ეს აუ­ცი­ლებ­ლად ისე­თი არ იქ­ნე­ბა, რო­გორც წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ბავ­შვე­ბი მე­ყო­ლე­ბო­და. მე­გო­ნა, ყვე­ლა­ფე­რი ისე მოხ­დე­ბო­და, რო­გორც ყვე­ლას შემ­თხვე­ვა­ში, მაგ­რამ ახლა ბევ­რად უკე­თე­სად ვგრძნობ თავს. მად­ლი­ე­რი ვარ იმით, რომ არი­ან შე­სა­ნიშ­ნა­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სუ­რო­გა­ცი­ის ან შვი­ლად აყ­ვა­ნის პრო­ცე­სის­თვის გა­მოთ­ქვა­მენ მზად­ყოფ­ნას, რაც ჩემ­თვი­საც დიდი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა, – – თქვა მან.
ეს მაგ­რძნო­ბი­ნებს დიდ მად­ლი­ე­რე­ბას ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მი­მართ, რომ­ლებ­საც ის ადა­მი­ა­ნე­ბი მი­მარ­თა­ვენ, ვი­საც დე­დო­ბა ძა­ლი­ან სურს. მეც ერთ-ერთი მათ­გა­ნი ვარ. მო­ხა­რუ­ლი ვარ იმის გამო, თუ რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა ეს გზა, თუმ­ცა ის ცოტა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. ის ჩემი იქ­ნე­ბა. ის ჩემი შვი­ლი იქ­ნე­ბა“, – ამბობდა მომღერალი Vanity Fair-ის ინ­ტერ­ვი­უ­ში.
სოციალურ ქსელში, განსაკუთრებით კი ტიკტოკსა და ინსტაგრამზე მსგავსი ფოტოები ელვის სისწრაფით ვრცელდება, თუმცა მათი ავთენტურობა დადასტურებული არ არის.
სელენა დაიბადა Grand Prairie–ში, ტეხასში. ის არის თეატრის მსახიობის – მენდი ტიფისა და რიკარდო გომესის შვილი. მამა წარმოშობით მექსიკიდანაა. მენდი 16 წლის იყო როდესაც სელენა დაიბადა, ხოლო 5 წლის შემდეგ მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ და მენდი მეორედ დაქორწინდა ბრაიან ტიფიზე, რომელიც დღეს სელენას მამინაცვალია.
„იმედგაცრუებული ვიყავი, რადგან არ ვიცოდი, რა ხდებოდა. მართალი გითხრათ, ყველაფერს დედას ვაბრალებდი. უბრალოდ ოჯახი მინდოდა. თუმცა, მერე მივხვდი, რომ დედაჩემმა ყველაფერი სწორად გააკეთა”, – თქვა გომესმა ინტერვიუში.
მენდი მსახიობი იყო და სელენა გამუდმებით თან დაჰყავდა რეპეტიციებსა და გადაღებებზე. ბუნებრივია, პატარაობიდანვე გოგონამ შეითვისა კინოსა და ხელოვნების ატმოსფერო. არც კი შეუმჩნევია, ეს ისე მოხდა. ერთ დღეს იგი უბრალოდ წავიდა მოსმენაზე და ადვილად მიიღო როლი საბავშვო შოუში “ბარნი და მეგობრები”.
2007 წელს სელენა გამოჩნდა დისნეის სერიალში „ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან“, ალექს რუსოს როლში. ამ სერიალმა სელენას ძალიან დიდი წარმატება მოუტანა. მას ახალ მაილი საირუსადაც კი მოიხსენებდნენ. 2009 წელს სელენამ დემი ლოვატოსთან ერთად მცირე როლი შეასრულა დისნეის სერიალში „სანის აქვს შანსი“, ამის შემდგომ კი დემი და სელენა გადაიღეს ფილმში „პრინცესების დაცვის პროგრამა“, რომელიც მსახიობის კარიერაში ასევე წარმატებული აღმოჩნდა.
2008 წელს სელენამ ჩაწერა სიმღერა “Cruela De Vill,” შემდეგ კი მასზე კლიპიც გადაიღო დისნეის ალბომისთვის “DisneyMania 6.” მან ასევე ჩაწერა სამი საუნდტრეკი ფილმისათვის “კიდევ ერთი კონკიას ისტორია.”
2008 წლის ივლისში, მეთექვსმეტე დაბადების დღემდე, გააფორმა კონტრაქტი “Hollywood Records”-თან. 2009 წელს ჩაწერა დუეტი დემი ლოვატოსთან ერთად სიმღერაზე “One And The Same,” ფილმისათვის “პრინცესების დაცვის პროგრამა.”