სელენა გომესი ორსულადაა – მრავალწლიანი უშვილობის შემდეგ სელანას ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო – Marao
შოუბიზნესის ვარსკვლავი სელენა გომესმა მოულოდნელი განცხადება გააკეთა – იგი ორსულადაა და უკვე მეხუთე კვირაშია.
სელენასთვის, რომელმაც მრავალი წელი გაუძლო საზოგადოების მკაცრ დაკვირვებას, ჯანმრთელობის სირთულეებსა და პირად ცხოვრებაზე დაუსრულებელ სპეკულაციებს, ორსულობის გამოცხადებამ ფანებში დიდი აღფრთოვანება გამოიწვია. გარემოცვაში ამბობენ, რომ სელენა ანათებს და უზომოდ ბედნიერია.
წლების განმავლობაში უშვილობის შესახებ ჭორებისა და იმ მტკივნეული ამბების ფონზე, რომ დედობას ვერასდროს შეძლებდა სელანამ ეს მაინც შეძლო.
სელენა დაიბადა Grand Prairie–ში, ტეხასში. ის არის თეატრის მსახიობის – მენდი ტიფისა და რიკარდო გომესის შვილი. მამა წარმოშობით მექსიკიდანაა. მენდი 16 წლის იყო როდესაც სელენა დაიბადა, ხოლო 5 წლის შემდეგ მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ და მენდი მეორედ დაქორწინდა ბრაიან ტიფიზე, რომელიც დღეს სელენას მამინაცვალია.
„იმედგაცრუებული ვიყავი, რადგან არ ვიცოდი, რა ხდებოდა. მართალი გითხრათ, ყველაფერს დედას ვაბრალებდი. უბრალოდ ოჯახი მინდოდა. თუმცა, მერე მივხვდი, რომ დედაჩემმა ყველაფერი სწორად გააკეთა”, – თქვა გომესმა ინტერვიუში.
მენდი მსახიობი იყო და სელენა გამუდმებით თან დაჰყავდა რეპეტიციებსა და გადაღებებზე. ბუნებრივია, პატარაობიდანვე გოგონამ შეითვისა კინოსა და ხელოვნების ატმოსფერო. არც კი შეუმჩნევია, ეს ისე მოხდა. ერთ დღეს იგი უბრალოდ წავიდა მოსმენაზე და ადვილად მიიღო როლი საბავშვო შოუში “ბარნი და მეგობრები”.
2007 წელს სელენა გამოჩნდა დისნეის სერიალში „ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან“, ალექს რუსოს როლში. ამ სერიალმა სელენას ძალიან დიდი წარმატება მოუტანა. მას ახალ მაილი საირუსადაც კი მოიხსენებდნენ. 2009 წელს სელენამ დემი ლოვატოსთან ერთად მცირე როლი შეასრულა დისნეის სერიალში „სანის აქვს შანსი“, ამის შემდგომ კი დემი და სელენა გადაიღეს ფილმში „პრინცესების დაცვის პროგრამა“, რომელიც მსახიობის კარიერაში ასევე წარმატებული აღმოჩნდა.
2008 წელს სელენამ ჩაწერა სიმღერა “Cruela De Vill,” შემდეგ კი მასზე კლიპიც გადაიღო დისნეის ალბომისთვის “DisneyMania 6.” მან ასევე ჩაწერა სამი საუნდტრეკი ფილმისათვის “კიდევ ერთი კონკიას ისტორია.”
2008 წლის ივლისში, მეთექვსმეტე დაბადების დღემდე, გააფორმა კონტრაქტი “Hollywood Records”-თან. 2009 წელს ჩაწერა დუეტი დემი ლოვატოსთან ერთად სიმღერაზე “One And The Same,” ფილმისათვის “პრინცესების დაცვის პროგრამა.”
