სეისმური აქტივობის გამო, კუნძულ სანტორინის ათასობით ადგილობრივი მოსახლე ტოვებს

საბერძნეთში, კუნძულ სანტორინიზე სეისმური აქტივობა გრძელდება, რის გამოც ათასობით ადგილობრივი მოსახლე და ტურისტი ამ ადგილს ტოვებს, – წერს The Guardian-ი.
ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, მათ ეშინიათ განმეორებითი მიწისძვრების, რომლებიც, შესაძლოა, უფრო ძლიერი იყოს და ასევე ვულკანის ამოფრქვევის, რომელმაც მიწისძვრების ფონზე შეიძლება გაიღვიძოს.
არსებული ინფორმაციით, კუნძული უკვე ექვსი ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა.
ბოლო დღეების განმავლობაში ამ რეგიონში 300-ზე მეტი წყალქვეშა დაფიქსირდა.
დარგის ექსპერტების განცხადებით, 4.7 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგები არ უკავშირდება სანტორინის მიძინებულ ვულკანს, თუმცა სეისმური აქტივობა შეშფოთებას იწვევს.
ცნობისთვის, გამანადგურებელი მიწისძვრა კუნძულზე 1956 წელს მოხდა. 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრამ ცუნამი გამოიწვია. დაღუპულთა რაოდენობამ 53-ს მიაღწია, ასზე მეტმა ადამიანმა კი სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი – გიორგი ცინცაძე იყო საამაყო კალათბურთელი და მისი ღვაწლი დაფასებულია, ერთი რამ მინდა ვუთხრა, ნუ გამოაყენებინებს საკუთარ სახელს – გვახსოვს ბუდუ ზივზივაძე, ქოჩორაშვილი, როგორ სცადეს მათი გამოყენება

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ვოლოდიმირ ზელენსკისთან კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა – უკრაინამ ევროპულ გზაზე უკვე ბევრს მიაღწია, უკრაინას შეუძლია ამ გზაზე წინსვლისას ჩვენი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს