“[სეისმოლოგების] შენობის გვერდზე კორპუსების მშენებლობაა. შენობის სინკარები დბზარულია… მიწისძვრის დროს შანსი არ გვაქვს”, – ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტომასალას სოციალურ ქსელში სეისმური მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი თეა გოდოლაძე ავრელებს.
როგორც გოდოლაძე წერს, შენობის დაზიანება გვერდით კორპუსების მშენებლობამ გამოიწვია. მისივე ინფორმაციით, შენობებში ბზარები ღრმავდება და ახალი ჩნდება.
“შეხვედრიდან ვბრუნდები დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტ. ეროვნული ცენტრში. გზად შემხვდა დირექტორის მოადგილე, იურისტი ქეთი ქორიძე და ფინანსური მენეჯერი მარიამ მეტრეველი. ვიფიქრე სახლში მიდიან, არაო მიპასუხეს. ჩვენი შენობის გვერდზე ყბადაღებული კორპუსების მშენებლობაა.
ვიბრაციისაგან ჩვენი, ისედაც ავარიული შენობა ცახცახებს და ბზარები ღრმავდება და ახალი ჩნდება. შიშისაგან შენობა დატოვეს და მანქანაში სხედან. გეოლოგებმა და სეისმოლოგებმა ვიცით, რომ ჯერ შენობა წესით არ უნდა დაინგრეს და არ ვტოვებთ შენობას. სურათებზე ჩვენი შენობის დაბზარული სინკარებია. მოკლედ, მიწისძვრის დროს შანსი არ გვაქვს, პირველი, სეისმოლოგების შენობა დაეცემა ბრძოლის ველზე. გადარჩენის შანსი არ გვექნება. საქმე გაადვილდება, ჩემი ციხეში ჩაჯენა საჭირო აღარ იქნება პირდაპირ საიქიოში წავალ.
უამრავი ხალხი მწერს რა ვქნათო, მშენებლობები სახლს გვიზიანებსო. ერთ ბედ ქვეშ ვართ ხალხოთქვენ გენაცვალოთ ჩემი თავი. ჩვენც ვერაფერს გავხდით” – წერს თეა გოდოლაძე.