La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იტალიურმა “ფიორენტინამ”, რომელსაც სერია A-ს 15 ტურის შემდეგ თამაში არ მოუგია, შესაძლოა, მიმდინარე სეზონში უკვე მეორე მწვრთნელი დაითხოვოს.
ფლორენციულ კლუბში სეზონი სტეფანო პიოლიმ დაიწყო, რომელიც არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო დაითხოვეს და მის ნაცვლად პაოლო ვანოლი დანიშნეს.
კალჩოს ბოლო ტურში “იები” საკუთარ მოედანზე მოულოდნელად “ვერონასთან” 1:2 დამარცხდნენ, რის შემდეგაც გუნდმა მედიასთან ურთიერთობა აკრძალა და ყველა ფეხბურთელი ბაზაზე განუსაზღვრელი ვადით საწვრთნელ ბანაკში გააგზავნეს.
ვანოლი ფლორენციელებს სათავეში 7 ნოემბერს ჩაუდგა, თუმცა შედეგები ვერ გააუმჯობესა. მისი ხელმძღვანელობით ჯამში 7 შეხვედრაში “ფიორენტინამ” მხოლოდ 1 მატჩი მოიგო და ისიც კონფერენს ლიგაზე.
ვანოლის ბოლო შანსს მისცემენ, მაგრამ თუ სიტუაცია ვერ გამოასწორა დაითხოვენ და მის ნაცვლად ჯუზეპე იაკინის მიიყვანენ, რომელიც “ფიორენტინას” ორჯერ უკვე წვრთნიდა.
მიმდინარე სეზონში მეორედ – ალეგრი სერია A-ს ნოემბრის თვეში საუკეთესოდ ცნეს
შეტევის გაძლიერება სურთ – “ბარსელონა” “ფიორენტინას” ფორვარდით ინტერესდება
“ტორინოს” სათავეში ვანოლი ჩაუდგება
სპალეტის იტალიის ნაკრებიდან უშვებენ? – “ნაპოლის” ყოფილი მწვრთნელის შესაძლო შემცვლელებიც ცნობილია
შეტევის გაძლიერება სურთ – “ბარსელონა” “ფიორენტინას” ფორვარდით ინტერესდება
ლუჩიანო სპალეტი იტალიის ნაკრებიდან დაითხოვეს
“ეს მსოფლიოსთვის გზავნილია” – პაოლო ვანოლიმ თქვა, რატომ არ დატოვა “სპარტაკის” მწვრთნელის პოსტი
“ფიორენტინა” 24 წლის იტალიელი ფორვარდით გაძლიერდა
“მას პორტუგალიაში საკმარისად ვერ ვაფასებთ” – “ალ ნასრის” ახალმა მწვრთნელმა რონალდოზე ისაუბრა
“ფიორენტინამ” ახალი მთავარი მწვრთნელი შეარჩია
მესამედ ფლორენციაში – პიოლი “ფიორენტინას” მთავარი მწვრთნელია
“ნაპოლი” წინ მიიწევს – შემდეგი მატჩი “სიტისთან” აქვს
“მილანმა” სათადარიგო მეკარე შეცვალა – “როსონერიში” სპორტიელოს ნაცვლად ტერაჩიანო იქნება
“ალ ნასრმა” სტეფანო პიოლი გაათავისუფლა




