სეზონურ სამუშაოებზე ანაზღაურება გაიზარდა, თუმცა მუშახელი მაინც ჭირს

სოფლის მეურნეობის სეზონურ სამუშაოებზე მუშახელის პრობლემა წელსაც მწვავედ დგას. აგრარულ სფეროში მაღალი რგოლიდან დაწყებული, ქვედა საფეხურამდე, ნებისმიერი კვალიფიკაციის კადრი ძნელად მოიძებნება. მიუხედავად იმისა, რომ დღიური თუ თვიური ანაზღაურება, წინა წელთან შედარებით, წელს გაზრდილია, სოფლის მეურნეობაში მუშახელი მაინც სანთლით საძებნელია.
პრობლემა, ძირითადად, მაღალი ემიგრაციით არის გამოწვეული, რასაც ბოლო წლებში პანდემიის დასრულებამაც ხელი შეუწყო. კორონავირუსის გამო სამშობლობში დაბრუნებული ემიგრანტები უკან გაბრუნდნენ და მათ სხვების გაყვნენ თან. საუბარია ასევე მენტალურ პრობლემაზეც, რის გამოც მოსახლეობის დიდი ნაწილი შრომაზე უარს ამბობს და ახლობლებისგან გამოგზავნილ ფულზეა დამოკიდებული ან სოციალური შემწეობის ამარა ამჯობინებს ყოფნას.
მუშახელის მწვავე პრობლემა საქართველოს ყველა რეგიონსა და ყველა დარგშია. მიუხედავად იმისა, რომ როგორც ყოველ დღიური, ისე ყოველ თვიური ანაზღაურება გაზრდილია, კადრების დეფიციტი მაინც მწვავედ დგას, რის გამოც მოსავლის აღება ფერხდება, სოფლის მეურნეობის სფეროს სპეციალისტი ანზორ მესხიშვილის განაცხადებით, საბოლოოდ პროდუქციას აჭუჭებს.
„სოფლის მეურნეობის პროდუქციის მოსავლის აღებაზე მუშახელის სერიოზული პრობლემაა, რაც ყველგან თვალსაჩინოა. მაგალითად, კახეთში, ვენახისთვის მუშახელს ვერ იპოვნი.
ახალგაზრდობის უმრავლესობა საზღვრებს გარეთაა სამუშაოდ წასული და სიტყვაზე, თუ თხილის კრეფას ერთი კვირა სჭირდება, მუშახელის დეფიციტის გამო, საჭიროა ორი კვირა. მოსავალის აღების დროში გაწევლა პროდუქციას აზიანებს და აფუჭებს.
რაც შეეხება ანაზღაურებას, კერძო მუშახელთან ხელფასის გაცემა მოლაპარაკეკების გზით ხდება. ისევ კახეთის მაგალითი რომ მოგიყვანოთ, ვენახის სამუშაოებზე, სიტყვაზე, ვაზის გასხვლაზე ადრე თუ 50 ლარზე ადამიანი თანახმა იყო, ახლა 70 ლარს ითხოვს და თანაც სახლში უნდა მიაკითხო, წაიყვანო სამუშაო ადგილზე, დღეში ორჯერ აჭამო და სამუშაოს დასრულების შემდეგ უკან სახლში წაიყვანო”, – ამბობს ანზორ მესხიშვილი.
ფერმერები და სოფლის მეურნეობის სფეროს სპეციალისტები იმასაც ამბობენ, რომ ფიზიკურად ძალიან რთულია ამ საკითხის მოგვარება და რჩება ორი გზა ან წარმოების მოცულობის შემცირება ან გარედან მუშახელის შემოყვანა.
არსებობს კიდევ ერთი გზა – მუშახელის სხვადასხვა ტექნიკით ჩანაცვლება. სოფლის მეურნეობა განვითარების ამ მიმართულებით უკვე წასულია, მაგრამ მასშტაბებია მცირეა, რადგან ეს დროსა და დიდ სახსრებს მოითხოვს.
პრობლემაზე ისაუბრა აგროექსპერტთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილემ მიხეილ ჭიჭაღუამ და განაცხადა, რომ სოფლის მეურნეობის სამუშაოებზე ყოველთვიური ანზღაურება 1 500 ლარს აღებატება, ყოველდღიური ხელფასი კი 80 ლარსაც აღწევს.
„მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მეურნეობის სამუშაოებზე მაღალი ანაზღაურებაა, მუშახელის მაინც პრობლემაა. ამის გამო, ფერმების განვითარებაც კი შენებლებულია. კენკროვანი მოსავალის აღების დროს, საკმოად მაღალი იყო ხელფასი, კილოგრამზე 1.20-1.40 ლარი, მაგრამ, როგორც უკვე გითხარით, მაინც დეფიციტია მუშახელის. ყველგან და ყველა მიმართულებით პრობლემაა და თუ ასე გაგრძელდება, შეიძლება საზღვარგარეთიდან გახდეს საჭირო კადრების შემოყვანა.
მეცხოველეობაში ყოველთვიური ანაზრაურება 1 500 ლარი და მეტია. ზოგადი დღიური ხელფასი კი საერთოდ, 50-70 ლარია, მაგრამ ზოგგან 80 ლარიც კი გახდა. ეს ეხება, როგორც თხილის, ისე კენკრის აღებას. როგორც თავში გითხარით, ანაზღაურება რაოდონაზეც არის დამოკიდებული და ერთი კილოგრამი მოსავალის აღების ფასი 1.20-1.40-ლარია. 50 ლარზე ნაკლები ხელფასი არ არის, ეს არის ყველაზე მინიმალური თანხა, რისი გადახდაც ყოველდღიურად ხდება.
მეორე მხარეც გასაგებია, ცხოვრების ხარჯი იზრდება, ანაზღაურება ვერ ეწევა საჭიროებებს, ამიტომ მოსახლეობის საზღვარგარეთ გადინება დიდია და თუ მიგრაცია გაგრძელდა, ეს ჩვენი ეკონომიკისთვის სეროზული პრობლემა იქნება.
გარდა ამისა, შეიძლება სოფლის მეურნეობის რაღაც პროდუქციას შესაბამისი ფასი არ ჰქონდეს, რის გამოც ფერმერების შემოსავალი დაბალია, ამის შესაბამისად კი, მუშახელისთვის ანაზღაურება ცოტაა და ამიტომ დაინტერესება ნაკლები იყოს”, – ამბობს მიხელ ჭიჭაყუა.
პრობლემაზე ამახვილებენ ყურადღებას უშუალოდ ფერმერებიც. მათი განცხადებით, წლებია მუშახელის დეფიციტია შექმნილი, რაც ჯერჯერობით ვერ გვარდება.
„წლევანდელი წელი საკმაოდ მოსავლიანი იყო. ამ მხრივ ძალიან კმაყოფილები ვართ, მაგრამ დიდი პრობლემაა მუშახელი. მცირე, თუმცა მოსავალის რაღაც ნაწილი გამიფუჭდა, სწორედ იმის გამო, რომ დროზე ვერ მოხდა მისი აღება, რადგან ძალიან გამიჭირდა ხალხის მოძებნა. კარგი მოსავალის გაფუჭება არავის უნდა, ამიტომ ხელფასები ამის გამოც არის გაზრდილი.
საერთოდ, ანაზღაურება დაბალი არ არის. ყველაზე მცირე ხელფასი 50 ლარია და ზოგ შემთხვევაში 80-ლარზეც კი ადის. გააჩნია, რა მიმართულებას ეხება სამუშაოების ჩატარება. ეს 50 ლარიც უკვე ძალიან იშვიათია და ძირითადად 60-70 ლარია”, – განაცხადა იმერელმა ფერმერმა, ინგა რუხაძემ.
წყარო: რეზონანსი

ასევე დაგაინტერესებთ