ლა ლიგის ბინადარმა “სევილიამ” გვაუწყა, რომ გუნდის დამრიგებელი არგენტინელი მატიას ალმეიდა გაათავისუფლა. ანდალუსიურ კლუბს პრიმერა მიმდინარე სეზონში ძალიან ცუდი შედეგები აქვს.
“რამოს სანჩეს პისხუანის” ბინადრები ესპანეთის ჩემპიონატის ცხრილში მე-15 ადგილზე იმყოფებიან და გასავარდნ ზონას სულ 3 ქულით არიან მოშორებულნი.
ალმეიდამ “სევილია” გასულ ზაფხულს ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ჯამში 32 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 10 მათგანში მოგება იზეიმა, 7 ფრე ითამაშა და 15-ჯერ წააგო.