სეზონი, ჯერჯერობით, სრულად ჩავარდნილია – სასტუმრო “ფალიანი” მესტიაში

სეზონი, ჯერჯერობით, სრულად ჩავარდნილია, – ამის შესახებ BMG-ის მესტიაში მდებარე სასტუმრო „ფალიანის“ დამფუძნებელმა, ეკა გველესიანმა განუცხადა.
მისი თქმით, სეზონის ჩავარდნის მიზეზი ინფრასტრუქტურული პრობლემებია, ისევე როგორც პერიოდული უშუქობა და არასაკმარისი მარკეტინგი.
„ეს სეზონი ჯერჯერობით ჩავარდნილია სრულად. დამსვენებლები პრაქტიკულად არ არიან, თუ არიან, ძირითადად ს მოქალაქეები. პრობლემა წელსაც არის უშუქობა, რის გამოც ხშირად ითიშება საბაგიეროები. შესაბამისად, სასრიალოდ აღარ ჩამოდიან. გარდა ამისა, წელს პირველად მოხდა, რომ გზა არ გაწმინდეს და შეფერხებული იყო მოძრაობა. წელს ტურისტი ძალიან ცოტა გვყავს. წელს იანვარში ნაკლებია გასულ წელთან შედარებით. თებერვალში აქტივობები არის დაგეგმილი სვანეთში, რამდენიმე ჩემპიონატი იქნება, ისევე როგორც გემოფესტი და ვნახოთ, რა იქნება. უშუქობას რაც შეეხება, გამომდინარე იქიდან, რომ დენით ვთბებით, როგორც კი სიცივე იწყება, ფუჭდება ძალიან ბევრ ადგილას და რამდენიმე ხანი ვართ უშუქოდ“, – განაცხადა ეკა გველესიანმა.
რაც შეეხება სიტუაციიდან გამოსავლად, ეკა გველესიანი ამბობს, რომ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე მეტი ზრუნვაა საჭირო, მათ შორისაა გზის საკითხის მოგვარება. ამასთან, სასტუმროს დამფუძნებელი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ თუნდაც მომავალი წლისთვის ტურიზმის ადმინისტრაციამ მეტი მარკეტინგული კამპანია ჩაატაროს.
„რეკლამა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში უნდა გაიზარდოს, რომლის მცხოვრებლებიც საქართველოში ჩამოდიოდნენ. უნდა დააბრუნონ სეგმენტი, რომელიც ქვეყანას ადრე სტუმრობდა“, – ამბობს გველესიანი.