როგორ გძინავთ ღამე? არ გესიზმრებათ სახის ძვლები ჩალეწილი, 19 წლის ახალგაზრდები საწამებლად მოწყობილ მიკროავტობუსებში რომ სისხლში გდია? – ასე მიმართა ივანიშვილის რეჟიმს ევროსაბჭოს კონგრესიდან “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, სევდია უგრეხელიძემ.
უგრეხელიძემ ასევე ისაუბრა პოლიტპატიმრებზე და “ოცნების” რუსულ ინტერესებზე.
მახსოვს, კორუმპირებული, ღატაკი, არშემდგარი სახელმწიფო-საქართველო როგორ გახდა ვარდების რევოლუციის შემდეგ მთელს მსოფლიოში ცნობილი პოლიციის რეფორმით, დაბალი გადასახადებით, ასევე ბიზნესის სიმარტივის, უსაფრთხო გარემოს, ევროპასთან სწრაფი ინტეგრაციის გამო. რაც პრეზიდენტ სააკაშვილის რეფორმებად იყო ცნობილი რომელიც ამჟამად ციხეშია. დღეს კი საქართველო პოპულარულია აგენტების შესახებ რუსული კანონით, მანიფესტანტების წამებით, გამჭვირვალე საარჩევნო ბიულეტენებით, ერთპარტიული არალეგიტიმური პარლამენტით, შეჩერებული დასტოპებული ევროინტეგრაციით და რუსეთისაკენ სწრაფვით. ამიტომ ეს დოკუმენტი ტრაგიკულია ჩემთვის და ჩემი ქვეყნისთვის. მადლობა თქვენ რეპორტიორებო, რომ ჩვენ დიალოგისკენ მოგვიწოდებთ. დიახ, იყო დრო ჩვენ ერთმანეთს ვესაუბრებოდით, ზოგთან კიდეც ვმეგობრობდით, და დღეს მე მინდა ამ დარბაზში მათ ვკითხო: როგორ გძინავთ ღამე? არ გესიზმრებათ სახის ძვლები ჩალეწილი, 19 წლის ახალგაზრდები? საწამებლად მოწყობილ მიკროავტობუსებში რომ სისხლში გდია?- განაცხადა უგრეხელიძემ.
ევროსაბჭოს კონგრესში 101 ხმით საქართველოს შესახებ, ქართველი ხალხის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღეს.ევროსაბჭოს “ქართული ოცნების” მისამართით რამდენიმე მოთხოვნა აქვს: პოლიპატიმრების გათავისუფლება, მშვიდობიანი დემონსტრანეტების წინააღმდეგ ძალადობის შეწყვეტა და ასევე ჩანაწერია ახალ არჩევნებთან დაკავშირებით.