სევდია უგრეხელიძე – 2 წლის განმავლობაში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრისგან მიხეილ სააკაშვილზე არც ერთი სიტყვა არ მოვისმინეთ, საფრთხეშია არა მხოლოდ მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე, არამედ ამ ინსტიტუტის სანდოობა

ძალიან ვწუხვარ, რომ ორი წლის განმავლობაში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრისგან ს საქმეზე არც ერთი სიტყვა არ მოვისმინეთ, საფრთხეშია არა მხოლოდ მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე, არამედ ამ ინსტიტუტის – ევროპის საბჭოს სანდოობა, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ თვითმმართველობათა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტმა სევდია უგრეხელიძემ განაცხადა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, დღეს, სტრასბურგში, ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 46-ე სესია გაიმართა, სადაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თათია ნიკოლაშვილი და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ თვითმმართველობათა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი სევდია უგრეხელიძე, როგორც საქართველოს დელეგატები, სიტყვით გამოვიდნენ.
„მოვისმინე თქვენი პასუხები მიხეილ სააკაშვილის შესახებ, მაგრამ ეს არც საკმარისია და არც ადეკვატური. ევროპის წამების პრევენციის კომიტეტის ანგარიშის თანახმად, კლინიკა “ვივამედში” არსებული სიტუაცია არის რეპრესიული, დამამცირებელი და არახელსაყრელი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
ძალიან ვწუხვარ, რომ ორი წლის განმავლობაში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრისგან არც ერთი სიტყვა არ მოვისმინეთ სააკაშვილის საქმეზე. საფრთხეშია არა მხოლოდ მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე – განსაკუთრებით ნავალნის სიკვდილის შემდეგ – არამედ ამ ინსტიტუტის – ევროპის საბჭოს სანდოობა. ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეულია, რადგან დიდი ხანია ამ ინსტიტუტში ვარ წარმოდგენილი და მჯერა ამ ინსტიტუტის, რომლის ქმედებები ჩემთვის და ქართველი ამომრჩევლისთვის არ არის საკმარისი“, – განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ერთ-ერთი დაკავებულის, სულხან ტუღუშის ადვოკატი – მოსამართლეს და მის მიდგომას რომ ვუყურებდი, ნათელი იყო, რომ პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებდა

4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული გენადი კუპრეიშვილი მოსამართლეს – დედა მყავს პენსიონერი, ბანკიდან გამოტანილი აქვს ფული, რომელსაც მე ვიხდი – თუ არ გადავიხადე, პენსიიდან ჩამოაჭრიან და ფულის გარეშე რჩება