„სევდიანი დღე საქართველოსა და ევროპისთვის… არ დანებდეთ. არჩევნები მალე მოვა,“ – ამის შესახებ
გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაილ როთმა X-ზე დაწერა.
„სევდიანი დღე საქართველოსა და ევროპისთვის.
საქართველოს პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო “უცხოელი აგენტების კანონზე.” მე ვდგავარ ყველა ქართველის გვერდით, რომელიც მშვიდობიანად იბრძვის თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და ღირსებისთვის.
არ დაგავიწყდეთ: “როდესაც ისინი დაბლა ეშვებიან, ჩვენ მაღლა ავდივართ.”
არ დანებდეთ. არჩევნები მალე მოვა,“ – წერს როთი.