სევასტოპოლში საჰაერო განგაშია, აცხადებს, რომ ყირიმში რუსული ვერტმფრენი ჩამოაგდეს

საჰაერო განგაში გამოცხადდა უკრაინის ქალაქ სევასტოპოლში, რომელიც 2014 წლიდან ს მიერაა ანექსირებული.
კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასის“ ცნობით, ქალაქში დროებით აიკრძალა სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტის მიმოსვლა. ავტოტრანსპორტისთვის დაიკეტა ს ხიდი.
სევასტოპოლს, სადაც ს შავი ზღვის ფლოტის მთავარი სამხედრო ბაზა მდებარეობს, უკრაინის თავდაცვის ძალები პერიოდულად უტევენ რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით. ს დღევანდელ სავარაუდო იერიშსა და მის სამიზნეებზე ჯერ არაფერი უთქვამს.
დეტალების დაკონკრეტების გარეშე ჯერჯერობით მხოლოდ უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების სპიკერმა დმიტრო პლეტენჩუკმა გაავრცელა ცნობა, რომ ყირიმში ჩამოაგდეს რუსული ვერტმფრენი „კა-27“.

ასევე დაგაინტერესებთ

ბერდია სიჭინავა – ქართულმა მხარემ დამალა ჩორჩანაზე ცხინვალის რუსული საოკუპაციო რეჟიმის პოზიციები, გასაგებია რატომაც – კოჩიევის შეფასებით, უკვე არსებობს გარკვეული პოზიტიური ძვრები, რის დასტურადაც მოჰყავს გახარიას მიმართ დაწყებული დევნა