სევასტოპოლში სარაკეტო იერიშის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ასამდე კი დაშავდა

დროებით ოკუპირებული ს ქალაქ სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორის, მიხაილ რაზვოჟაევის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც, მინიმუმ, სამი ადამიანი დაიღუპა 100-მდე კი დაშავდა.
„ტელეგრამ“ არხებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ს საჰაერო თავდაცვამ რაკეტა უჩკუევკას სანაპიროზე, ხალხის სიახლოვეს ჩამოაგდო.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, კიევმა სევასტოპოლზე დარტყმა -ის მიერ მიწოდებული ATACMS-ის ხუთი რაკეტით სცადა, რუსმა სამხედროებმა ოთხი მათგანი ჩამოაგდეს, მაგრამ ერთმა, საჰაერო თავდაცვის მუშაობის შედეგად, ტრაექტორიიდან გადაუხვია და ქალაქის თავზე აფეთქდა.
რამდენიმე რუსული „ტელეგრამ“ არხის ცნობით, თავდასხმის შემდეგ ყირიმის ხიდი დაიკეტა.

ასევე დაგაინტერესებთ