დროებით ოკუპირებული ყირიმის ქალაქ სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორის, მიხაილ რაზვოჟაევის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც, მინიმუმ, სამი ადამიანი დაიღუპა 100-მდე კი დაშავდა.
„ტელეგრამ“ არხებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვამ რაკეტა უჩკუევკას სანაპიროზე, ხალხის სიახლოვეს ჩამოაგდო.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, კიევმა სევასტოპოლზე დარტყმა აშშ-ის მიერ მიწოდებული ATACMS-ის ხუთი რაკეტით სცადა, რუსმა სამხედროებმა ოთხი მათგანი ჩამოაგდეს, მაგრამ ერთმა, საჰაერო თავდაცვის მუშაობის შედეგად, ტრაექტორიიდან გადაუხვია და ქალაქის თავზე აფეთქდა.
რამდენიმე რუსული „ტელეგრამ“ არხის ცნობით, თავდასხმის შემდეგ ყირიმის ხიდი დაიკეტა.
