სევასტოპოლიდან და ყირიმის სხვა რაიონებიდან ვრცელდება ცნობები აფეთქებების შესახებ

4 იანვარს, დღისით ანექსირებული ყირიმიდან მოსახლეობა და ტელეგრამის არხები იუწყებიან რამდენიმე აფეთქების შესახებ. რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ მოქმედებაში მოვიდა საჰაერო თავდაცვის სისტემა. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ფოტოები და ვიდეოები, რომელბზეც ჩანს კვამლი და ისმის აფეთქების ხმა.
აფეთქებების შესახებ ცნობები ვრცელდება სევასტოპოლოდან, მისი შემოგარენიდან – ბალაკლავიდან და ევპატორიიდან.
“კრიმ რეალიის” კორესპონდენტი იუწყება, რომ სევასტოპოლში გაისმა 10 აფეთქების ხმა. მანამდე ქალაქში საჰაერო განგაში გამოაცხადეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ყირიმის ნახევარკუნძულის თავზე ჩამოაგდეს უკრაინის ძალების მიერ ნასროლი 10 რაკეტა. განცხადებიდან უცნობია ეს რაოდენობა ყველა რაკეტას მოიცავს, თუ ზოგიერთის ჩამოგდება ვერ მოხერხდა. უკრაინის არმიას ჯერჯერობით არ გაუვრცელებია ცნობა ყირიმის ობიექტებზე შესაძლო დარტყმების თაობაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია