სევასტოპოლზე მომხდარი თავდასხმის გამო რუსეთის საგარეო სამინისტროში დაიბარეს აშშ-ის ელჩი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად -ის ელჩი რუსეთში ლინ ტრეისი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
მას დემარში გამოუცხადეს კვირას სევასტოპოლზე მომხდარი იმ თავდასხმის გამო, რომელსაც 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა 150-ზე მეტი კი დაშავდა.
ს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ „აშშ, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს და ფაქტობრივად გახდა კონფლიქტის მხარე”.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, აშშ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ყველაზე თანამედროვე იარაღს აწვდის. მათ შორის სევასტოპოლის მცხოვრებლების მიმართ გამოიყენა რაკეტები ATACMS-ები, რომელის მართვაშიც ამერიკელი სპეციალისტები მონაწილეობენ და „ს რეჟიმთან თანაბარ პასუხისმგებლობას იზიარებს ამ ბოროტებაზე”.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებული თავდასხმა დაუსჯელი არ დარჩება.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის მიხაილ პოდოლიაკის განცხადებით არ შეიძლება მშვიდობიან ზონად ჩაითვალოს, ის მიტაცებული ტერიტორიაა, რომელზეც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.
„ყირიმში არ არის და არ შეიძლება იყოს არავითარი „პლაჟები“ „ტურისტული ზონები“ და „მშვიდობიანი ცხოვრების“ სხვა ნიშნები. ყირიმი რუსეთის მიერ ოკუპირებული სხვისი ტერიტორიაა, სადაც საომარი მოქმედები და სრულმასშტაბიანი ომი მიმდინარეობს“ – მისი სიტყვებით, ყირიმი „დიდი სამხედრო ბანაკი და საწყობია, ასობით პირდაპირი სამხედრო სამიზნით”.
რუსული წყაროებით თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინული რაკეტა 23 ივნისს ჩამოაგდეს ქალაქის სანაპიროზე და დაზარალებულები ნამსხვრევებით დაშავდნენ. მოგვიანებით ამტკიცებენ, რომ რაკეტას ჰქონდა კასეტური ქობინი და პლაჟის თავზე აფეთქდა მას შემდეგ, რაც საჰაერო თავდაცვის მოქმედებების შედეგად გადაუხვია კურსს, ხოლო ხალხი დაშავდა ქვეჭურვებით. ამ ინფორმაციის დამოუკიდებელი წყაროებით დადასტურება არ ხერხდება.
ადგილობრივი მოსახლეები ამბობენ, რომ თავდასხმამდე არ ამოქმედებულა საჰაერო იერიშის შესახებ გამაფრთხილებელი სისტემა.
უკრაინელი სამხედროები ბოლო დროს რეგულარულად ახორციელებენ თავდასხმებს ყირიმში რუსეთის სამხედრო ობიექტებზე.
აშშ-ის საელჩოს მოსკოვში ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი ელჩის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებაზე. შეერთებული შტატების წარმომადგენლებმა მანამდე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ შეერთებული შტატები არ მონაწილეობს რუსეთის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში, მაგრამ ს აძლევს შესაძლებლობას დაიცვას თავი, მათ შორის მიწოდებული იარაღით.
კვირას მომხდარი დაბომბვის გამო, ორშაბათს სევასტოპოლში, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ სევასტოპოლში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ყირიმში ტურისტული სეზონის დახურვის გადაწყვეტილება არ მიუღიათ.