სებ – ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს 2024 წელს ევროკავშირის ქვეყნები წარმოადგენდა – ზრდა 10.2%

საქართველოში, გასულ წელს, ფულადი გზავნილების სახით 3.36 მილიარდი დოლარია გადმორიცხული. ძირითად წყაროს 2024 წელს ევროკავშირის ქვეყნები წარმოადგენდა, საიდანაც წლიური ზრდა 10.2% იყო. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
სებ-ის ინფორმაციით, ქვეყნების მიხედვით, გზავნილებში პირველ ადგილს იკავებს, საიდანაც გასულ წელს 573 მილიონი დოლარი გადმორიცხეს, ეს თანხა 2023 წელთან შედარებით 24%-ით მეტი იყო. მეორე პოზიციაზეა იტალია 567 მილიონი დოლარის გზავნილების მოცულობით, საიდანაც შემოსული ფულადი ნაკადები 8%-ით გაიზარდა.
ეროვნული ბანკის ცნობით, 267 მილიონი დოლარი გადმორიცხეს 2024 წელს გერმანიიდან, რაც წლიურად 15%-ით არის გაზრდილი, საბერძნეთიდან გზავნილებმა 7%-ით, 263 მილიონ დოლარამდე იმატა, დან გზავნილები კი 249 მილიონი დოლარი იყო.
„2024 წელს 65%-ით, ანუ 987 მილიონი დოლარით შემცირდა ფულადი გზავნილები ს ფედერაციიდან და 541 მილიონი შეადგინა. 2021 წელს გადმორიცხული თანხის მოცულობა 411 მლნ დოლარს შეაგენდა, 2022 წელს $2 მილიარდს შეადგენდა, 2023-ში კი $1.5 მილიარდს.
წინა წელთან შედარებით გზავნილების საერთო მოცულობის შემცირების მიზეზი, მეტწილად ს ფედერაციიდან ფულადი ნაკადების შემოდინების კლების შედეგია.
გასული წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ჯამურმა მოცულობამ 285.39 მლნ დოლარი შეადგინა.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96% იმ 24 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა დეკემბერში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა.
რაც შეეხება საქართველოდან საზღვარგარეთ გზავნილებს, 2024 წლის დეკემბერში 34.8 მლნ აშშ დოლარია გადაგზავნილი რაც 2023 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 7.6% მეტია”, – აღინიშნება ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ევრონესტის რეზოლუცია – საქართველოში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა დემოკრატიის სერიოზული უკუსვლა აჩვენა, ასამბლეა გმობს გაყალბებულ საპარლამენტო არჩევნებს და არ აღიარებს „ქართული ოცნების“ თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას