სებ – საქართველოს სავალუტო რეზერვები გაიზარდა

აპრილში საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 36 მლნ დოლარით გაიზარდა და 4.8 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სებ-ი ავრცელებს.
საქართველოს ეროვნული ბანკი გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნულია, რომ სავალუტო რეზერვების მთლიან მაჩვენებელში 529,4 მილიონი დოლარის ოქროა, რაც საერთო მაჩვენებლის თითქმის 11%-ია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვებს მონეტარული ოქრო მიმდინარე წლის მარტში დაამატა.
„ეროვნული ბანკის მიერ შეძენილი მონეტარული ოქრო ეტაპობრივად აისახებოდა ანგარიშზე, რაც აპრილის დასაწყისში დასრულდა. მას შემდეგ ოქროს საერთაშორისო ფასი საგრძნობლად გაიზარდა, რამაც აპრილის თვეში მთლიანი სავალუტო რეზერვების მატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა“, – აღნიშნა სებ-ის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ლალიაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – კონსულტაციიდან დაბრუნების შემდეგ იმედი გვქონდა, გერმანიის ელჩი თავს შეიკავებდა, მაგრამ რამდენიმე დღე არ გასულა და მასხრად აგვიგდო – გერმანიის საგარეო უწყება ჩამოყალიბდეს, ხიდების გადება სურს თუ ამ ხიდების დაწვა?

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსები უკრაინას 430 დრონით და 18 რაკეტით დაესხნენ თავს – რაკეტის ნამსხვრევები აზერბაიჯანის საელჩოს მოხვდა – ევროპას და შეერთებულ შტატებს შეუძლიათ დახმარება და რეალურ გადაწყვეტილებებს ველოდებით