სებ-მა 60 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა

დღეს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 60 000 000 დოლარი გაყიდა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.:
„აღნიშნული ინტერვენციის მიზანია ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციების შედეგად ბაზრის მოლოდინებზე შესაძლო უარყოფითი გავლენის შემცირება.
ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციები, კერძოდ საფინანსო სექტორის მიერ, წინა წლებში გამოშვებული ლარით დენომინირებული ვალდებულებების დაფარვა, დივიდენდების გადახდა, სავალუტო ბაზარზე უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნას დროებით ზრდის. იმისათვის, რომ აღნიშნულმა ტრანზაქციებმა გაცვლითი კურსის ჭარბი მერყეობა არ განაპირობოს ეროვნული ბანკი ბაზარს სავალუტო აუქციონების გზით უცხოურ ვალუტას საჭიროების მიხედვით აწვდის“

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე პრემიერზე – „პერსონა ნონ გრატადაა“ გამოცხადებული, რადგან გააფუჭა საქართველოს ურთიერთობები დასავლეთთან – დავინახავ, პარლამენტში უმცირესობაში რომ დაჯდება ივანიშვილთან ერთად, როგორ იჭიკჭიკებს

TI, ეკა გიგაური, “აირჩიე ევროპა” და მისი დამფუძნებლები ანტიკორუფციულმა “საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად” ცნო – Netgazeti • ანტიკორუფციული ბიურო • ეკა გიგაური • რაჟდენ კუპრაშვილი • Netgazeti.ge