· შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორად წარმოდგენის 1 შემთხვევის გამო;
· 1 შემთხვევაში პროვაიდერის მხრიდან გამოვლინდა ადგილზე შემოწმების შედეგად პროვაიდერისთვის წერილობით განსაზღვრული მოთხოვნების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა;
· გამოვლინდა, რომ პროვაიდერის შესაბამისობის კონტროლის სისტემა არ ითვალისწინებს დამოუკიდებელი აუდიტის ფუნქციას (შესაბამისად არ ჩატარებულა დამოუკიდებელი აუდიტი);
· გამოვლინდა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის“ მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის 1 შემთხვევაში არასწორად წარდგენა და 1 შემთხვევაში წარუდგენლობა.
