სებ-მა ოქტომბერში ლარის სტაბილურობისთვის 98 მლნ დოლარი დახარჯა

ოქტომბერში ლარის სტაბილურობა სებ-ს 98 მლნ დოლარი დაუჯდა. სებ-ის დეკემბრის თვის მიმოხილვის თანახმად, ოქტომბერში ეროვნულმა ბანკმა ბაზარს 2 სავალუტო აუქციონის მეშვეობით 84.9 მლნ დოლარი მიაწოდა, BMatch პლატფორმის წესებზე დაფუძნებული მექანიზმის გამოყენებით კი, ამავე პერიოდში ეროვნული ბანკის წმინდა გაყიდვებმა 13.4 მლნ დოლარი შეადგინა.
“მთლიანობაში შიდა სამთავრობო კონვერტაციებით, სავალუტო ინტერვენციებით და BMatch მექანიზმით, წმინდა უცხოური აქტივები დაახლოებით 157.7 მლნ აშშ დოლარით შემცირდა“, – წერია სებ-ის თვის მიმოხილვაში.
ლარის კურსის მერყეობის გამო, სექტემბერ-ოქტომბერში ეროვნულმა ბანკმა მხოლოდ სავალუტო აუქციონებით 149.65 მლნ დოლარი გაყიდა. ოქტომბრის მეორე ნახევრიდან დღემდე ლარის კურსი სტაბილურობას ინარჩუნებს.