სებ-მა ლარის კურსის დასაჭერად კიდევ 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა

25 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 მილიონი დოლარი გაყიდა.
მიუხედავად ეროვნული ბანკის ინტერვენციისა, 25 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით მაინც გაუფასურდა.ერთი დოლარის ღირებულება 2.7198 ლარია, ევროსი — 2.9442.
ოქტომბერში ეროვნულმა ბანკმა ოთხჯერ გაიტანა დოლარი აუქციონზე გასაყიდად და სულ 213 500 000 დოლარი გაყიდა.