სებ-მა აუქციონზე 48 700 000 აშშ დოლარი გაყიდა

2024 წლის 28 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 60 მლნ დოლარი. აუქციონზე გაიყიდა 48 700 000 აშშ დოლარი. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7829 შეადგინა.
ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.