სებ-ი რამე ახალს თუ არ მოიფიქრებს, ბანკებმა ეს სანქციები უნდა შეასრულონ – მარინა გულედანი

ეროვნული ბანკის მიერ, გასულ წელს სანქციათა შესრულების წესში შესული ცვლილება, გუშინ სანქცირებულ 4 მოქალაქეზე არ ვრცელდება. შესაბამისად, თუ მარეგულირებელი გადაწყვეტს, რომ ოთარ ფარცხალაძის მსგავსად ახლად სანქცირებული პირებიც აარიდოს შეზღუდვებს, ახალი საგამონაკლისო წესი უნდა დაუშვას – ამის შესახებ საფინანსო ბაზრის ექსპერტი, მარინა გულედანი bm.ge-სთან საუბრობს.
ექსპერტს არ აქვს მოლოდინი, რომ ეროვნული ბანკი, გასული წლის მსგავსად, ახლაც ეცდება სანქციებისგან დაიცვას “მაგნიტსკის სიაში” მოხვედრილი პირები.
“ეს არის გამაფრთხილებელი აქტი. ძალიან მძიმეა, რომელიც ბევრი გაფრთხილების საჯარო განცხადების და ცხადია, ბევრი ფიქრის და განსჯის მერე დაწესდა.
გასულ წელს, როცა ეროვნულმა ბანკმა საგამონაკლისო აქტი მიიღო, მაშინ ეს ში განვითარებული მოვლენების გამო იყო, სა და ბელარუსის მიმართ დაწესებული სანქციები, რაც საქართველოს 1 მოქალაქესაც შეეხო. ამ დოკუმენტშია 5 პრიმა 1 მუხლი, რომელშიც ჩამატებულია, რომ თუ სანქციების რეჟიმი გავრცელებულია საქართველოს მოქალაქეზე, მაშინ, ჩვენი ბანკები არიან ვალდებული, მოემსახურონ მოქალაქეს, თუ საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი არ არსებობს. მაშინ ასე აირიდა თავი სანქციებისგან ოთარ ფარცხალაძემ.
ახლა, როცა ეს სანქციები არ არის უკრაინაში ომთან დაკავშირებული, ეს საგამონაკლისო წესიც არ ვრცელდება. სებ-ი კიდევ რამე ახალს თუ არ მოიფიქრებს, ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან ეს სანქციები უნდა შესრულდეს. იმ გამონაკლისებში, რომელიც ეროვნულ ბანკს უწერია, ეს სია ნამდვილად არ არის.
სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ მაქვს მოლოდინი, რომ ახლა, არჩევნებამდე 40 დღით ადრე ეროვნული ბანკი ახალ საგამონაკლისო წესს მოიფიქრებს და კიდევ ერთხელ შეცვლის კანონს. ეს საბანკო სექტორისთვის ძალიან დიდი დარტყმა იქნება. საკორესპონდენტო ანგარიშები საქართველოში ყველა ბანკს აქვს და თუ ამ სანქციებს დაარღვევენ, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ვეღარ ითანამშრომლებენ. ახლა, ეროვნულმა ბანკმა, რამე მსგავსი აქტი რომ გამოსცეს, ეს სრული დესტრუქცია იქნება. ეს სულ სხვა ძალის და კონტექსტის მატარებელი აქტია”, – განაცხადა გულედანმა.
მისივე თქმით, მეორე მხრივ, გუშინ დაწესებულ სანქციებს გამაფრთხილებელი ეფექტიც აქვს იმ პირებისთვის, ვისაც დიდი ხანია აფრთხილებს.
შეგახსენებთ, გასულ წელს 19 სექტემბერს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, რომლის პრეზიდენტის მოვალეობას ყოფილი ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ასრულებს, გამონაკლისი დაუშვა სანქცირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამ გადაწყვეტილებით, აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომის შესაძლებლობა მიეცა.
სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბრძანებას წინ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებები უძღოდა, რომ საქართველოს მოქალაქეზე საერთაშორისო სანქციების გავრცელება ანტიკონსტიტუციურია.
bm.ge