სებ-ის მონეტარული პოლიტიკის ჩარჩო გონივრულია, რამაც ქვეყანაში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას შეუწყო ხელი – ეკატერინე მიქაბაძე S&P Global Ratings-ის რეიტინგზე
„S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი ‘BB’ დონეზე stabiluri პერსპექტივით შეინარჩუნა. მათ შეფასებაში აღნიშნულია რომ მონეტარული პოლიტიკის ჩარჩო გონივრულია რამაც ქვეყანაში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას შეუწყო ხელი“ – განაცხადა გავლენიანი სარეიტინგო კომპანიის S&P-ის ანგარიშის შეფასებისას.
მიქაბაძეს ყურადღება გაამახვილა S&P Global – ის ანგარიშში ეროვნული ბანკის რეზერვების დაგროვების პოლიტიკის ნაწილზე. დოკუმენტის მიხედვით, სტრატეგიული ნეტო შესყიდვების შედეგად, საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები ბოლო თვეებში გაიზარდა, რაც ძლიერი ტურისტული შემოსავლებითა და ფინანსური შემოდინებების შენარჩუნებითაა განპირობებული.
სარეიტინგო კომპანია თავის მიმოხილვაში საქართველოს საბანკო სექტორსაც აფასებს და აღნიშნავს, რომ საბანკო სისტემა კაპიტალიზაციის მაღალი დონითა და ლიკვიდობის სოლიდური ბუფერებით კვლავ მომგებიანი რჩება.
„საზედამხედველო პოლიტიკა, გამჭვირვალობის მაღალი ხარისხი და კორპორაციული მმართველობა ხელს უწყობს ძლიერ საბანკო რეგულირებას, რომელიც შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან,“ – აღნიშნა სებ-ის პირველმა ვიცე-რეზიდენტმა.
S&P Global-ის პროგნოზით, ინფლაცია 2025 წელს საშუალოდ 3.7% იქნება. ამავდროულად, მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე S&P Global-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.1%-მდე გაზარდა.
