სებ – აშშ-დან ფულადი გზავნილების სტატისტიკა ზრდის ტენდენციით ხასიათდება

2024 წელს ფულადი გზავნილების სტატისტიკაში, ქვეყნების მიხედვით, პირველ ადგილს იკავებს, საიდანაც გასულ წელს 573 მილიონი დოლარი გადმორიცხეს, ეს თანხა 2023 წელთან შედარებით 24%-ით მეტი იყო. მეორე პოზიციაზეა იტალია 567 მილიონი დოლარის გზავნილების მოცულობით, საიდანაც შემოსული ფულადი ნაკადები 8%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სებ-ი ავრცელებს.
ამავე ინფორმაციით, 267 მილიონი დოლარი გადმორიცხეს 2024 წელს გერმანიიდან, რაც წლიურად 15%-ით არის გაზრდილი, საბერძნეთიდან გზავნილებმა 7%-ით, 263 მილიონ დოლარამდე იმატა, დან გზავნილები კი 249 მილიონი დოლარი იყო.
„საქართველოში, გასულ წელს, ფულადი გზავნილების სახით 3.36 მილიარდი დოლარია გადმორიცხული. ძირითად წყაროს 2024 წელს ევროკავშირის ქვეყნები წარმოადგენდა, საიდანაც წლიური ზრდა 10.2% იყო.
2024 წელს 65%-ით, ანუ 987 მილიონი დოლარით შემცირდა ფულადი გზავნილები ს ფედერაციიდან და 541 მილიონი შეადგინა. 2021 წელს გადმორიცხული თანხის მოცულობა 411 მლნ დოლარს შეადგენდა, 2022 წელს $2 მილიარდს შეადგენდა, 2023-ში კი $1.5 მილიარდს.
რაც შეეხება საქართველოდან საზღვარგარეთ გზავნილებს, 2024 წლის დეკემბერში 34.8 მლნ აშშ დოლარია გადაგზავნილი რაც 2023 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 7.6% მეტია”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.