სებმა კომერციული ბანკი 32 800 ლარით დააჯარიმა – რა გახდა მიზეზი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „ბაზის ბანკი“ 32 800 ლარით დააჯარიმა. სებ-ის ინფორმაციით, ამის მიზეზი შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის არასწორად წარმოდგენის 2 (ორი) შემთხვევა გახდა.
პირველ შემთხვევაში, კლიენტთან მიმართებით კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, ქონების ან/და ფულადი სახსრების წარმომავლობის არასათანადოდ დადგენა მოხდა. მეორე შემთხვევაში, ბანკის მხრიდან განხორციელდა „კომერციული ბანკების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორი ინფორმაციის წარდგენა.
„ორ შემთხვევაში საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის“ მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევის გამო;
ერთ კლიენტთან მიმართებით განხორციელებულ ტრანზაქციებთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის საეჭვო გარიგების შესახებ ანგარიშგების გადაუცემლობის გამო, “ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად”,- ნათქვამია განცხადებაში.