სები სათაო ოფისის და მიმდებარე ტერიტორიის მოვლა-დასუფთავებისთვის 600 000 ლარიან ტენდერს აცხადებს

საქართველოს ეროვნული ბანკი სათაო ოფისის და მიმდებარე ტერიტორიის მოვლა-დასუფთავების და ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით ტენდერს აცხადებს, წინადადებების მიღება 20 დეკემბერს დაიწყება და 25 დეკემბერს დასრულდება, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 600 000 ლარია.
მომსახურება უნდა დაიწყოს 2024 წლის 01 იანვრიდან და გაგრძელდეს 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, საქართველოს ეროვნული ბანკის სათაო ოფისში (მის. ქ. თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპირო N1) და მის მიმდებარე ტერიტორიაზე.
პრეტენდენტს 2021-2023 წლებში უნდა გააჩნდეს ანალოგიური მომსახურების მიწოდების გამოცდილება (სულ მცირე 1 ხელშეკრულება თითოეულ წელს).
რეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია იმ- ტუალეტის ქაღალდის დისპენსერის;- ქაღალდის პირსახოცის დისპენსერის;- თხევადი საპნის დისპენსერის შესახებ,რომელიც გამოყენებული იქნება მომსახურების გაწევის დროს.
ინფორმაცია უნდა შეიცავდეს: – მწარმოებელი კომპანიების დასახელება, – აპარატის მოდელების დასახელება (ასეთის არსებობის შემთხვევაში),- ვებ–გვერდების მისამართები და/ან ფოტო სურათი;
მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის შესახებ შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს იმ ტუალეტის ქაღალდის, ქაღალდის პირსახოცის, ხელსახოცისა და თხევადი საპნის ნიმუშები, რომლებიც გამოყენებული იქნება მომსახურების გაწევის დროს.
მოვლა-დასუფთავების მენეჯერს უნდა გააჩნდეს ანალოგიური მომსახურების ფარგლებში მოვლა-დასუფთავების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის, სულ მცირე, 2 (ორი) წლის გამოცდილება, რის თაობაზეც უნდა წარმოდგინოს ინფორმაცია მოვლა-დასუფთავების მენეჯერის გამოცდილების და კვალიფიკაციის შესახებ (CV);