სებასტიან ლეკორნუ – ფრანგული თავდაცვის კომპანიები უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ტექნიკის წარმოებას დაიწყებენ

საფრანგეთი გეგმავს იარაღის მწარმოებელმა ფრანგულმა კომპანიებმა საჭირო სამხედრო აღჭურვილობა პირდაპირ უკრაინის მიწაზე აწარმოონ, რათა ქვეყანას ს წინააღმდეგ ომში დახმარება გაუწიოს.
Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა.
„სამი ფრანგული კომპანია დაამყარებს პარტნიორულ ურთიერთობებს უკრაინულ კომპანიებთან, კერძოდ, დრონებისა და სახმელეთო აღჭურვილობის სექტორში, რათა აწარმოონ სათადარიგო ნაწილები უკრაინის მიწაზე და, შესაძლოა, საბრძოლო მასალაც, მომავალში“, – განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, არსებობს იდეა, რომ პირველი საწარმოო ერთეულების ამ ზაფხულს გაიხსნას.
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა მიანიშნა, რომ ჩართულ კომპანიებს შორის იქნება ტანკების მწარმოებელი KNDS-ი – ჰოლდინგური სტრუქტურა, რომელიც ჩამოყალიბდა ფრანგული Nexter-ისა და გერმანული Krauss-Maffei-Wegmann-ის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ