საჰაერო სივრცის დარღვევის შემთხვევაში, NATO-მ რუსული თვითმფრინავები უნდა ჩამოაგდოს – ტრამპი

-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ შეხვედრაზე რუსეთის მიერ ევროპული სახელმწიფოების საჰაერო სივრცის დარღვევის საკითხს შეეხო.
ჟურნალისტის კითხვაზე, უნდა ჩამოაგდონ თუ არა NATO-ს ქვეყნებმა რუსული თვითმფრინავები თუ დრონები, ტრამპმა განაცხადა, რომ მათ ეს უნდა გააკეთონ.
-ის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის ეკონომიკა, ამ მომენტისთვის, “საშინელ მდგომარეობაშია” და ვარდნას განიცდის.
მან ხაზი გაუსვა უკრაინელების გამძლეობას რუსული არმიის შეკავების მხრივ.
ტრამპმა ასევე დასძინა, რომ მისი აზრით, ომი უკრაინაში, “კიდევ დიდხანს არ დასრულდება.”
“რუსული ეკონომიკა საშინელ მდგომარეობაშია – ვარდნას განიცდის. უკრაინის ძალიან კარგად გამოსდის ამ ძალიან დიდი არმიის შეკავება. ეს გასაოცარია. ეს ომი 3-4 დღეში უნდა დამთავრებულიყო, ხალხი იძახდა, რომ სწრაფად მორჩებოდა. უნდა აღიარო უკრაინელი ჯარისკაცების ძალისხმევა, ყველა ჩართულ ადამიანის. ეს რუსეთისთვის კარგი არ არის. მათთვის სწრაფი გამემარჯვება უნდა ყოფილიყო, მაგრამ კარგად არ გამოიყურებიან 3.5 წლიანი ბრძოლის შემდეგ. როგორც ჩანს [ომი] კიდევ დიდხანს არ დასრულდება”, – თქვა ტრამპმა. (ფორმულა)

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია