საჰაერო თავდასხმა ხარკოვზე: დანგრეულია მრავალსართულიანი შენობა, არის მსხვერპლი

სერიოზულად დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი. ამის შესახებ იტყობინება ქალაქის ხელისუფლება. ხარკოვის მერის, იჰორ ტერეხოვის მონაცემებით, რუსმა სამხედროებმა ქალაქის სამ რაიონში ჩამოაგდეს მართვადი საჰაერო ბომბები. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა სამი ადამიანი, დაშავდა – 20-ზე მეტი.
გრძელდება ნანგრევების წმენდა. ქვეყნდება ხარკოვის ს რაიონში დაზიანებული საცხოვრებელი სახლის ფოტოები და ვიდეოები. სახლი მერვიდან მესამე სართულამდე ჩამონგრეულია.
თავდასხმის შედეგად, საცხოვრებელი სახლი დაზიანდა ასევე ქალაქის სალტოვსკის რაიონშიც. ბოლო თვეების განმავლობაში, ხარკოვი რეგულარულად ხდება მართვადი საჰაერო ბომბებით თავდასხმების სამიზნე, რის შედეგადაც დაიღუპნენ და დაშავდნენ ქალაქის მაცხოვრებლები, ინგრევა საცხოვრებელი სახლები და სოციალური ობიექტები.
რუსი სამხედროები ამტკიცებენ, რომ მათ მხოლოდ სამხედრო ობიექტებზე მიაქვთ იერიში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ახობაძე – კი ამბობენ, რომ სისტემატურად მოვიხმარდი ნარკოტიკს, მაგრამ რასაც სისტემატურად მოვიხმარდი, არის „შტანგა“ – ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთში იყო ეს პრობლემა და ამაყი რომ ვარ, დავამარცხე, ამ წუთას ამ მიმართულებით ჯანმრთელი ვარ

კახა კალაძე – მესაკუთრის გარდა არავინაა უფლებამოსილი, განკარგოს მისი ქონება – საკრებულოს დადგენილება კი, რაც არგუმენტად მოჰყავდათ, იმ შემთხვევებს ეხება, როცა ტერიტორია გეოლოგიურად საშიშია და შეგვიძლია 100%-იანი თანხმობის გარეშე პროცესის დაწყება