საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელი ავიაკომპანიები საქართველოში

საქართველოში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი უფლებამოსილია კომერციული მიზნით განახორციელოს მგზავრების, ბარგის, ტვირთის ან/და ფოსტის საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა, თუ მას აქვს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა.
კომერციული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა მოიცავს საქართველოში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მიერ მგზავრების, ბარგის, ტვირთის ან/და ფოსტის საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის კომერციული მიზნით განხორციელებას, მათ შორის, საჰაერო ხომალდის სხვა ექსპლუატანტისთვის ეკიპაჟიანი იჯარით გადაცემას.
მოწმობის გაცემას, გაცემაზე უარის თქმას, მოქმედების ვადის შეჩერებას, განახლებას და გაუქმებას ახორციელებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.
ამჟამად საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობას 10 ავიაკომპანია ფლობს:
შპს ჯორჯიან ეარვეისი – მოწმობის ნომერი და გაცემის თარიღი: №001 (22.11.2017)
შპს თი სი ეი – მოწმობის ნომერი და გაცემის თარიღი: №005 (04.07.2018)
შპს ავიაკომპანია ჯეო სქაი – მოწმობის ნომერი და გაცემის თარიღი: №007 (24.07.2018)
შპს იზი ჩარტერი – მოწმობის ნომერი და გაცემის თარიღი: №010 (05.06.2020)
შპს საქართველოს ავიახაზები – მოწმობის ნომერი და გაცემის თარიღი: №011 (04.02.2022)
შპს ავიაკოპტერი – მოწმობის ნომერი და გაცემის თარიღი: №012 (01.06.2022)
შპს აირზენა – მოწმობის ნომერი და გაცემის თარიღი: №013 (20.06.2022)
შპს აერო ექსპედიშენ – მოწმობის ნომერი და გაცემის თარიღი: №015 (27.07.2022)
შპს თბილისი ეარვეისი – მოწმობის ნომერი და გაცემის თარიღი: №016 (27.07.2022)
შპს კამექს ეარლაინს – მოწმობის ნომერი და გაცემის თარიღი: №017 (17.08.2022)Enter

ასევე დაგაინტერესებთ