საჰაერო გადაზიდვებზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება – SpaceCargo

ლოგისტიკური კომპანია SpaceCargo-ს სატვირთო მენეჯერის, თინათინ კობერიძის განცხადებით, საჰაერო გადაზიდვებზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება.
როგორც მან “ბიზნესპარტნიორთან” აღნიშნა, აუცილებელია მოთხოვნას წინ უსწრებდეს ხედვები, რათა ბაზარს მომზადებული დახვდე.
მისივე შეფასებით, ბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოსვლა უმნიშვნელოვანესია როგორც გადაზიდვების, ისე სავაჭრო სექტორის განვითარებისათვის.
“მაგალითად “ინდიგოს” ავიახაზის ფრენების დაწყებამ ხელი შეუწყო ინდოეთთან ცოცხალი ყვავილების, მედიკამენტების, ელექტრონული კომერციის, პირადი ნივთების, მოცვის, ღვინისა და ტექსტილის იმპორტ-ექსპორტს”, – აღნიშნა მან.
თინათინ კობერიძემ კომპანიის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. მისი თქმით, SpaceCargo საოპერაციო პროცესების სრულ ავტომატიზებას, ინფრასტრუქტურის განვითარებას და ახალი პროდუქტების დანერგვას გეგმავს.
ცნობისთვის, SpaceCargo წარმოადგენს საერთაშორისო გადამზიდ კომპანიას, რომელიც საქართველოში 2018 წელს დაარსდა. კომპანია ოპერირებს საცალო მიმართულებით 7 ქვეყანაში, ხოლო კორპორატიული მიმართულებით მსოფლიოს მასშტაბით. საცალო მიმართულებით SpaceCargo წარმოდგენილია 7 ქვეყანაში – თურქეთი, საბერძნეთი, ემირატები (დუბაი), ჰონგ კონგი, , დიდი ბრიტანეთი და ჩინეთი.
აღსანიშნავია რომ ამა წლის მაისიდან კომპანია ფლობს საკუთარ საწყობს აშშ-ში: დელავერის შტატში, ქალაქ ვილმინგტონში. გარდა ამისა, SpaceCargo WCA-ის ალიანსის წევრია, რომელიც წარმოდგენილია 197 ქვეყანაში და მასში გაწევრიანებულია 12 ათასზე მეტი ლოგისტიკური კომპანია. ამასთან, კომპანია არის ცხოველების ტრანსპორტირების საერთაშორისო ასოციაციის IPATA-ს, სამხრეთ ამერიკული ქსელების GKF-ისა და TWIG-ის წევრი და ასევე, ამანათების მსოფლიო ალიანსის თანადამფუძნებელი (WPA).
SpaceCargo-ს საქართველოში 7 ფილიალი აქვს (თბილისი, ქუთაისი, და ახალციხე). კომპანიაში ჯამში 60 ადამიანია დასაქმებული. აღსანიშნავია, რომ SpaceCargo “ფლაიდუბაის”, “გალფის” და “ინდიგოს” ავიახაზების წარმომადგენელია საქართველოში და ასევე “ლუფთანზას”, თურქეთის და სხვა ავიახაზების გაყიდვების აგენტი.
bp.ge